თურქული პრესა 25.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

958249
თურქული  პრესა 25.04.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში მყოფმა თურქეთის პრემიერმინისტრმა თავის ესპანელ კოლეგა, მარიანო რახოისთან გამართული შეხვედრის შემდეგ  განცხადება გააკეთა. ილდირიმმა,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, თურქეთში დანიშნულ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უპასუხა და განაცხადა: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის საქმეს მიხედოს, არჩევნებს ჩვენ ვატარებთ და არა ისინი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯერ ტერორისტი, სალიჰ მუსლიმის ასამბლეის სხდომაზე მიწვევის  პასუხი აგოს“.

გაზეთი „Sabah“-ი  მეჰმედ შიმშექის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის  ეკონომიკის საკითხებში პასუხისმგებელმა ვიცეპრემიერმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2002 წლიდან დღემდე 230%-ით გაიზარდა.

„თურქული, ირანისთვის სიამაყის გამომწვევი ენაა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თურქული ენა მათი ქვეყნის სიამაყის გამომწვევი ენაა. მან ამის შესახებ, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ, თებრიზში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. როჰანიმ ასევე დასძინა, რომ თურქული ენის ქვეყანაში გასავრცელებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.

გაზეთ „Hürriyet“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „რუსეთმა კიდევ ხუთ თურქულ კომპანიას ნებართვა მისცა“ და მასში ვკითხულობთ: რუსეთის სანიტარული ინსპექცია „როსსელხოზნადზორი“-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აპრილის თვეში მათ კიდევ ხუთ თურქულ კომპანიას, რუსეთში პამიდვრის შეტანის ნებართვა გასცეს.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ რუსული  თავდაცვის კომპანია „Almaz-Antey“ დღეიდან 29 აპრილამდე ანტალიაში გასამართ, „Eurasia Airshow 2018“ გამოფენაზე პირველად მიიღებს მონაწილეობას და მის მიერ წარმოებულ პროდუქტებს და ტექნიკურ დეტალებს  გამოფენაში  მონაწილეებს გააცნობს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები