თურქული პრესა 12.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

949798
თურქული პრესა 12.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი, რეჯებ თაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის პრესცენტრის წერილობითი განცხადების მიხედვით, პრეზიდენტ ერდოღანსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გუშინ ღამით სატელეფონო საუბარი გაიმართა. ერდოღანმა და ტრამპმა საუბრის დროს ერთმანეთს სირიაში განვითარებული მოვლენების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია: „ლიდერები აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით კონტაქტზე ექნებიან.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი წრეების ყველა სფეროში წარმატებული თურქეთის შესაჩერებლად, განსაკუთრებით ეკონომიკაზე თამაში ჩაშალეს და მომავალშიც ჩაშლიან. მისივე თქმით, ზოგიერთი წრეები ტერორისა და ვალუტის კურსის მსგავს კოზირებს იყენებენ და ბინძური თამაშების უკან მდგომ ძალებს მიმართა, რომ „ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ.“

ირან-კატარის ერთობლივი სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ადნან მუსაპურმა განაცხადა, რომ თურქეთმა დიპლომატიური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გამოყენებით კატარის ბაზარზე სხვა ქვეყნები უკან ჩამოიტოვა - წერს გაზეთი „ვათანი“. ირანელის საქმოსნის განცხადებით, კატარსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყანს შორის წარმოქმნილი კრიზისის შემდეგ თურქეთმა კატარის ბაზარზე დომინირება მოიპოვა, მას ევროპული ქვეყნები მოჰყვებიან, შემდეგ კი ირანი მოდის.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, საბაჟოებისა და ვაჭრობის მინისტრმა ბულენთ თუფენქჩიმ განაცხადა, რომ სირიის ტერორისგან გაწმენდილი აფრინის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად დაგეგმილი ზეთისხილის რტოს კარის გახსნა შესაძლოა მაისში მოხდეს. მან ასევე დასძინა: „განვითარების სამინიტროსა და სახელმწიფო პერსონალის დეპარტამენტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი მუშაობის დასრულების შემდეგ კარი ფუნქციონირებას დაიწყებს.“

და ბოლოს, „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალის განმეორებით შეხვედრაში რომამ ბარსელონა 3-0 დაამარცხა და ნახევარ ფინალში გადავიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები