თურქული პრესა 05.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

944998
თურქული პრესა 05.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის მასპინძლობით დედაქალაქ ანკარაში გამართულ თურქეთ-რუსეთ- ირანის სამმხრივი სამიტი დასრულდა. ერდოღანმა, პუტინმა და როჰანიმ ერთობლივი განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ რეგიონში ყველა ტერორგანიზაციას ერთნაირად უნდა მოქცნენ. ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით კი „ჭრილობების მოშუშების საკითხზე შეთანხმდნენ“. რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ „სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე სამივე ქვეყანა შეთანხმდა.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ სამმხრივი სამიტის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის მასშტაბით სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონეთათვის სასწრაფო დახმარების გაწევისათვის სამუშაოს ჩატარების წინადადება წამოაყენა და ამ საკითხზე შეთანხმდნენ. 

ანკარაში პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმერ პუტინის და ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის მონაწილეობით სირიის თემაზე ჩატარებული სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გავრცელდა. - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის „ტერორიზმთან ბრძოლის სახელის საფარველის ქვეშ სცენარზე ახალი რეალობების შექმნის თაობაზე“ ყველა სახის მცდელობას უარყოფენ. სამი ლიდერის ერთობლივ განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ როჰანის მიწვევით მომდევნო შეხვედრა ირანში გაიმართება.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ევროკავშირის საკითხების მინისტრმა და მოლაპარაკებების მთავარმა მწარმოებელმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის დელეგაცია ამ თვეში თურქეთში ჩამოვა. ჩელიქმა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ფრანს ტიმერმანს ესაუბრა და მათი ტექნიკური დელეგაცია ამ თვეში თურქეთს ეწვევა.  

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთოხების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა მოსკოვის მეშვიდე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მეშვეობით ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებებზე დაგეგმილი ორი ტერაქტი აღკვეთეს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები