თურქული პრესა 03.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

943329
თურქული პრესა 03.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, კრემლის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველმა, იური უშაკოვმა, ჟურნალისტებთან რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმერ პუტინის, თურქეთში ვიზიტით გამგზავრებამდე განცხადება გააკეთა. უშაკოვის თქმით, პუტინისა და პრეზიდენტ ერდოღანის შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად სირიის, რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებსაც განიხილავენ. 

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ASELSAN-მა (სამხედრო ელექტრონული წარმოება) ტანკების, ტაქტიკური სახმელეთო ჯავშანტექნიკის და ფიქსირებული ბაზების დაცვის მიზნით შექმნილი SARP-ი ანუ დისტანციური მართვის იარაღის სიტემა, დღემდე დაახლოებით 1350 ერთეული დაამზადა. მათგან ათასს ქვეყნის შიგნით იყენებენ, დანარჩენი კი საზღვარგარეთ გაიყიდა. ASELSAN-ი ახლო მომავალში SARP-ის ოჯახისთვის ახალი პროდუქციის შემატებას აპირებს. 

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, აღნიშნა, რომ თურქეთმა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია და თურქული იარაღით დაინტერესებულები არიან. ლევან იზორია 30 მარტს დაწყებული ანკარაში ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრს ნურეთინ ჯანიქლის გირესუნში შეხვდა. „დაინტერესებულები ვართ თანამშრომლობით და ამჟამად სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობისთვის თარიღიც დავაზუსტეთ. ამ სფეროში თურქეთმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. ეს აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც. ჩვენც ბუნებრივია რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესში ამ წარმატებებით ვინტერესდებით და ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გვსურს ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.“

ანტალიის გუბერნატორმა მუნირ ქარალოღლუმ სოციალური სქელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 2017 წლის მარტის თვეში ქალაქს 165 ათასი ტურისტი ეწვია და წელს კი ამავე პერიოდში ეს ციფრი 286 ათასამდე გაიზარდა - წერს გაზეთი „სტარი“. ქარალოღლუს განცხადებით, 2017 წლის მარტის თვესთან შედარებით ეს ციფრი 73%-ით, წლის პირველ სამ თვესთან შედარებით კი 47%-ით გაიზარდა და 2018 წლისთვის დასახულ 14 მილიონი ტურისტის მიღების მიზანზე კი იმედიანად ისაუბრა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზიის მქონე ქალი მსაჯი მელიზ ოზჩიღდემი და ფიფას ლიცენზიის მქონე დამხმარე მსაჯი დეიბეტ გოქი 19 წლამდელ ქალთა ევროპის ჩემპიონატის 2018 წლის ელიტ ტურის მეხუთე ჯგუფის მატჩების მსაჯები იქნებიან. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაკეთებული განცხადების თანახმად, 4-10 აპრილამდე უნგრეთში გასამართ ჩემპიონატზე მეხუთე ჯგუფში, რომლის მსაჯებიც ოზჩიღდემი და გოქი იქნებიან, მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთი, ჰოლანდია, შვედეთი და სლოვენია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები