თურქული პრესა 02.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

942458
თურქული პრესა 02.04.2018

 

                      

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, ებრაელი ჯარისკაცების მიერ პალესტინელებზე განხორციელებული ძალადობების გამო, ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გააკრიტიკა. “ნეთანიაჰუ, შენ ხარ ძალიან უცნაური და ძალიან სუსტი ადამიანი, შენი თავი წესრიგში მოიყვანე, შენ ტერორისტული სახელმწიფო ხარ, შენ ხარ ოკუპანტი, შენ ამავე დროს ტერორისტი ხარ“, აი ასეთი სიტყვებით მიმართა ერდოღანმა ნეთანიაჰუს გუშინდელ გამოსვლაში, ვკითხულობთ ჰაბერთურქში  

Sabah-ი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი შეფასებას აძლევს რა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-სათვის გადასაცემი 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გაყინვას, მას დადებით ნაბიჯად აფასებს. “სჯობს ეს თანხა გამოყენებულ იქნას დეაშისგან გათავისუფლებულ რეგიონებში დაბრუნებული ადგილობრივი მოსახლეობისათვის უკეთესი პირობების შექმნას“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ, წერს საბაჰი

“ექსპორტში ყველა დროის რეკორდი დამყარდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზეიბექჩიმ, წუხელ მონაწილეობა მიიღო ერთ ერთი კერძო ტელევიზიის პოლიტიკურ პროგრამაში და შეეხო რა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, თქვა, რომ გასულ წელს დაწყებული დადებითი ტენდეცია გრძელდება და პირველ კვარტალში 6%-იან ზრდას ელიან. მისივე თქმით, მარტის თვეში ექსპორტში ყველა დროის რეკორდი მოხსნეს, რადგან, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11,5%-ით გაზარდეს იგი და მთლიანობაში 15,1 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქული საქონელი და პროდუქცია გაიტანეს უცხოეთში

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ ენერგეტიკული ვაჭრობისა და მიწოდების სამიტი, “ISTRADE 2018“, მიმდინარე წლის  9-10 აპრილს სტამბოლში გაიმართება და ამ სამიტის სპონსორები და ორგანიზატორები, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოა. “ამ სამიტის ფარგლებში ენერგეტიკული ვაჭრობის საკითხები, მიმდინარე აქტუალური მოვლენები, ამ სექტორში მოლოდინები და ორგანიზებული ბაზრების მომავალი განიხილება“, ხაზს უსვამს სტარი  

Hürriyet-ის მიხედვით სეზონის პირველი საკრუიზო გემი “Celestyal Majesty“, 1780 დამსვენებლით ეგეოსის ზღვის სანაპირო საკურორტო ქალაქ ქუშადასს ეწვია და მის პორტში ჩამოუშვა ღუზა. ამ გემის მგზავრთა უმრავლესობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს წარმოადგენენ და ამიტომ ისინი დღეს დილით, ჯერ იზმირის მახლობლად მდებარე წმინდა მარიამის სახეობის ეკლესიას მოინახულებენ და პილიგრიმები გახდებიან, შემდეგ კი ანტიკურ ქალაქ ეფესს და ტროას ეწვევიან. ეს საკრიუზო გემი წელს 30 რეისს შეასრულებს ქუშადასში და 60 ათასამდე ტურისტს ჩამოიყვანს აქ, ხაზს უსვამს ჰურრიეთი



მსგავსი ინფორმაციები