თურქული პრესა 29.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

940049
თურქული პრესა 29.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით საპრეზიდენტო კომპლექსში ჩატარებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღინიშნა, რომ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD/YPG-ს წევრი ტერორისტები დაკავებული სირიის მენბიჩის რაიონიდან თუ არ გავლენ, თურქეთი ინიციატივას გამოიყენებს. განცხადების მიხედვით, თუ ტერორგანიზაციის ერაყში საქმიანობას ერაყის სახელმწიფო არ აღკვეთს, იგი თურქეთის მხრიდან იქნება აღკვეთილი.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა მონაწილეობა მიიღო ბეშთეფეს კულტურისა და კონგრესის ცენტრში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების საკოორდინაციო საბჭოს საპრეზენტაციო შეხვედრაში. პრემიერის განცხადებით ძალზედ გამარტივებული იქნა კომპანიის დაარსება და ამისთვის 2500 ლირის მაგიერ 650 ლირა იქნება საჭირო. მისივე თქმით, სტრატეგიულ ინვესტიციად 128 მილიარდი თურქული ლირის საინვესტიციო წახალისება იქნა დამტკიცებული.  

თურქეთის საავიაციო მწარმოებელ ქვეყანად გადაქცევის მიზნის შესაბამისად სამოქალაქო საავიაციო საშუალებების პროექტებისათვის ნაწილებისა და მოწყობილობების მწარმოებლები ერთ ინვენტარში შეიკრიბება -წერს გაზეთი „სტარი“. ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ინვენტარში ვერ მოხვდებიან, ეროვნული სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის პროექტებში ქვეკონტრაქტორები ვერ გახდებიან. ინვენტარში მოხვედრის მსურველ მწარმოებლებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა 15 მაისამდე შეეძლებათ.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ პრეზიდენტის პატრონაჟით ანტალიაში 25-29 აპრილს გასამართ Eurasia Air Show ადგილობრივი თავდაცვის მრეწველობის ფირმებთან ერთად საზღვარგარეთიდან დიდი რაოდენობით მონაწილეს უმასპინძლებს. აშშ-სთვის შეკვეთილი და 2019 წლიდან თურქეთის საჰაერო ძალებისთვის გადასაცემი საბრძოლო თვითმფრინავი F-35 თურქეთში პირველად Eurasia Air Show-ს ფარგლებში ანტალიის ცაზე გამოჩნდება.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „გიგანტური კომპანია თურქეთში გადადის“, რომლის თანახმადაც, Mondelez International-ის საფრანგეთის სნ. ჟენესტში მდებარე საღეჭი რეზინის  მწარმოებელი ხაზი მთლიანად თურქეთში გადადის. კომპანიის თურქეთის გენერალური დირექტორის იჰსან ქარაგოზის განცხადებით, გადასვლის პროცესი ამ წელში განხორციელდება და ამით თურქეთი რეგიონის საექსპორტო ბაზად გადაიქცევა.  

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები