თურქული პრესა 28.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

939198
თურქული  პრესა 28.03.2018

მიმოხილვას გაზეთ „Vatan“-ით ვიწყებთ, რომელშიც  ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და 25 მარტს ქალაქ,  კემეროვოში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო მისი და თურქი ხალხის სახელით   სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბრის დროს ასევე ორმხრივი ურთიერთობებიც იქნა განხილული.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გუშინ პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხვალისთვის თურქეთის 2017 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდება და მისი მოლოდინი 7-7,5%-ია.

გაზეთი „Sabah“-ი ტრამპ-მაკრონის სატელეფონო საუბარზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა მაკრონს განუცხადა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია.

„თურქეთის ექსპორტში წარმატების საიდუმლო“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას   გაზეთ, „Star“-ში  და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა,  რეგიონის ქვეყნებში არსებული დაძაბულობის და გლობალური ეკონომიკური მერყეობის მიუხედავად 2017 წელში 157,1 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა რა, მასში ყველაზე დიდი წვლილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართული გამოფენებმა შეიტანა, რომელზეც თურქული ფირმებიც იყვნენ წარდგენილი.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ ანტალიის სავაჭრო პალატის თავჯდომარემ დავუთ ჩეთინმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ანტალიაში ჩასული ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. მისივე თქმით თუ ასე გაგრძელდება შესაძლოა ტურიზმის სფეროში ყველა დროის რეკორდი დაამყარონ.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები