თურქული პრესა 23.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

935886
თურქული  პრესა 23.03.2018

მიმოხილვას გაზეთ „Sabah“-ით ვიწყებთ რომელშიც,  ერდოღან-ტრამპის სატელეფონო საუბარზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ,  დონალდ ტრამპს.  პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაიმ ქალინის განაცხადებით, პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ს პრეზიდენტ,  ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.

გაზეთი „Star“-ი საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშღლუს განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: ჩავუშოღლუმ გუშინ სააგენტო „ანადოლუ აჟანს“-თან დღის წესრიგთან დაკავშირებით  შეფასებები გააკეთა და აღნიშნა: „აფრინის მმართველობა ისევ აფრინელებს უნდა გადაეცეს. ამისათვის ვმუშაობთ. წარმომადგენლობა მოსახლეობის თანაფარდობით უნდა იყოს გათვალისწინებული.  თავიანთი სურვილით უკან დამბრუნებლებს მხარს ვუჭერთ. როგორც ჯერაბლუსში მოვიქეცით აფრინშიც ანალოგიური უნდა გავაკეთოთ. მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით დადებული პირობები თუ არ შესრულდება, ერთადერთი გამოსავალი არსებობს,  რეგიონის ტერორისტებისგან გაწმენდა.“

გაზეთი „Vatan“-ი  ჰულუსი აქარის აფრინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა  ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფრინში განხორციელებული „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის შედეგად რეგიონი ტერორისტებისგან  გაწმენდილ იქნა რა, ადგილობრივებმა უკან დაბრუნება დაიწყეს. აქარმა ასევე დასძინა, რომ ოპერაციის დროს დაშავებული 157 სამხედრო პერსონალი მკურნალობის შემდეგ თავისი სურვილით რეგიონში  დაბრუნდა.

გაზეთი „Haber Türk“ იუწყება, რომ ეკონომიკის საკითხებში ვიცეპრემიერმა  მეჰმედ შიმშექმა, არგენტინაში გამართულ, G20-ს ქვეყნების მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე მონაწილეობის შემდეგ შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე გლობალური ზრდის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. მისივე თქმით,  გლობალური ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ის ციკლური აღდგენიდან წარმოიშვა.

გაზეთი „Yeni Şafak“ წერს, რომ რუსეთის სანიტარული ინსპექცია „როსსელხოზნადზორი“-ს პრესსპიკერმა,  იულია მელანომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ დღეიდან,   თურქეთის კიდევ ოთხ ფირმას მათ ქვეყანაში პამიდვრის შეტანის უფლება მიეცემა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები