თურქული პრესა 22.03.3018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

935224
თურქული პრესა 22.03.3018

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, რუსეთისა და ასადის რეჟიმმა სირიაში ათი ათასობით სამოქალაქო ამოხოცეს, ალეპოში, რაკკაში, მოსულსა და აღმოსავლეთ გუტაში, სადაც ოპერაციები ჩაატარეს, ცხოვრება შეუძლებელი გახადეს. თურქ სამხედროებს კი ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს დროს ერთი მშვიდობიანი მოქალაქისთვისაც არ მიუყენებია ზიანი და აფრინში ნაგებობებსაც არ შეხებია. თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტოები სირიასა და ერაყში დანგრეულ ქალაქებსა და აფრინს შორის თვალშისაცემ განსხვავებას ასახავს. თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ფოტოები ამ წარწერით იქნა გაზიარებული: „სამოქალაქო/უდანაშაულო ადამიანები, გარემო, ისტორიული ძეგლები და რელიგიურ/კულტურული ნაგებობები თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის ხელშეუხებელია.“  

გაზეთი „სტარი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „მსოფლიო თურქეთის ადგილობრივი წარმოების იარაღებს აღტაცებით ადევნებს თვალს“, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა თანამედროვე ომის სახის შემცვლელი საკუთარი შეიარაღებული უპილოტო საჰაერო აპარატები (SİHA) შექმნა. პირველი ოპერაციიდან მოყოლებული SİHA-მ დიდი წარმატება გამოიჩინა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. საზღვრის მიღმა ოპერაციებთან ერთად SİHA-ს წარმატებამ ექსპორტის გზაც გახსნა. Baykar-სა კატარის შეიარაღებულ ძალებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში 1 წელიწადში 6 შეიარაღებული Bayraktar TB2 საჰაერო აპარატის პლატფორმა, 3 ადგილის კონტროლის სადგურის სისტემა და აღჭურვილობა და უპილოტო საფრენი აპარატის საწვრთნელი სიმულატორი კატარს გადაეცემა.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს დროს საზღვრის მოპირდაპირე მხრიდან ნასროლი რაკეტებით გამოწვეული მსხვერპლის გამოძიებისას ქილისის გენერალურმა პროკურატურამ, თურქეთის „PKK/PYD-ს ამერიკული წარმოების იარაღის გამოყენების“თაობაზე თეზისის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. თავდასხმების შემდეგ, რომლებმაც ქალაქში მსხვერპლი და ზიანი გამოიწვია, მოპოვებული მტკიცებულებებით ქილისის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ნასროლი რაკეტები ამერიკული წარმოშობისაა.

აფრიკის, სადაც შიმშილი და გვალვა მძვინვარებს, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დახმარებას თურქეთი ისევ აგრძელებს - წერს გაზეთი „საბაჰი“. გაზეთის ცნობით, თურქული ორგანიზაციები ჰუმანიტარულ დახმარებებთან ერთად წყლის დეფიციტის მქონე ტერიტორიებზე ადამიანებს წყალსაც აწოდებს. ეს ორგანიზაციები წყლის ჭაბურღილებს აკეთებენ და მათ ბოლო 5 წელიწადში წყლის ბევრი პროექტი განახორციელეს და 9 ათასზე მეტი წყლის ჭაბურღილი გააკეთეს.  

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებიდან ევერტონში მოთამაშე ჯენქ თოსუნი კარიერის ახალ ეტაპზე არა მხოლოდ ბეშიქთაშს არამედ თურქეთსაც წარმოადგენს. თოსუნმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფეხბურთის მოყვარულთა მხარდაჭერა მას თავდაჯერებულობას მატებს და ეს მატჩზეც აისახება. შუალედური ტრანსფერის პერიოდში ბეშიქთაშიდან ევერტონში გადასულმა თოსუნმა ინგლისურ გუნდთან ერთად ლიგის ბოლო სამ მატჩში მეტოქეს გოლი ოთხჯერ გაუტანა.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები