თურქული პრესა 12.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

927596
თურქული  პრესა 12.03.2018

მიმოხილვას გაზეთ „Sabah“-ით ვიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ერდოღანმა NATO გააკრიტიკა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ქალაქ ბოლუში ჩატარებულ კონგრესებზე სიტყვით გამოსვლისას ნატო გააკრიტიკა და განაცხადა: „ჩვენ ნატოს ყველაზე ძლიერი წევრი ქვეყანა ვართ. მაშინ როდესაც ნატოს ჯარებს პრობლემა ჰქონდათ სომალიში, ავღანეთში და ბალკანეთშიც ჩავედით. მაშინ როდესაც სირიაში ასეთი მდგომარეობაა ეი ნატო შენ როდის უნდა ჩამოხვიდე და გვერდში დაგვიდგე? ტერ ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნის მიმართ თავდასხმებს გამუდმებით ახორციელებენ.“

გაზეთი „Haber Türk“-ი პრემიერ ილდირიმის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ 2016-2017 წლებში თურქეთმა გაჭირვებულ ქვეყნებს  განვითარების ფარგლებში 14,5 მილიარდი დოლარით დაეხმარა. მისივე თქმით თურქეთმა ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი დახმარება ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და ბალკანეთის ქვეყნებს გაუწია. პრემიერის თქმით, მათ ეს დახმარება განურჩევლად ერისა, ფერისა და რწმენისა განახორციელეს რა, ამით თურქეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ყოველთვის არსი ჩაგრულების იმედი.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ,  გერმანიაში ვიზიტის დროს  გაზეთ,  „Zeit Online“-ს ინტერვიუ მისცა და აშშ-ს კონგრესში,  თურქეთის მხრიდან რუსეთისგან S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის საკითხის განხილვას გამოეხმაურა რა, აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის სანქციებით დასჯას შეეცდებიან მათ აუცილებლად გასცემენ  პასუხს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ, ლოს-ანჯელესის  თურქეთის საკონსულოს მასპინძლობით გამართულ პროგრამაში მონაწილე, აშშ-ს მუსლიმანთა უფლებების დამცველებმა თურქეთისადმი,  სირიელი ემიგრანტების მფარველობის, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით მტკიცედ დგომის და სხვა მრავალ საკითხებში  გამხორციელებული ქმედებების გამო მადლიერება გამოხატეს და თანადგომა გამოუცხადეს.

გაზეთ „Vatan“-ის მიხედვით ჩინეთის უმსხვილესი მობილური ტელეფონის  ბრენდი „Honor“-ი თურქეთში ჩამოდის. Honor-ი თურქეთში მიმდინარე წლის აპრილის თვეში 5 ახალი პროდუქციით შემოვა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები