თურქული პრესა 09.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

926078
თურქული პრესა 09.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ მხოლოდ რეგიონის ტერორისტებისგან გასაწმენდად დაიწყო. ერდოღანმა ბეშთეპეს კულტურისა და კონგრესის ცენტრში ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჯერაბლუსის მსგავსად აფრინი ტერორისტებისგან გაიწმინდება და რეგიონი მის მფლობელებს გადაეცემა.  

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ერაყის მთავრობასთან ერთად ერთობლივი საზღვრის მიღმა ოპერაცია ჩატარდება. ორმხრივი შეხვედრების გასამართად ავსტრიაში მყოფმა ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ერაყში არჩევნების შემდეგ ტერორგანიზაცია პკკ-ს წინააღმდეგ ბადადთან ერთად საზღვრის მიღმა ოპერაცია დაიწყება. მისივე თმით, იგი ერთობლივი ოპერაციის საკითხზე ერაყის პრემიერს ჰაიდარ ალ იბადის ესაუბრა.

თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მის უნგრელ კოლეგა იშტვან სიმიჩკოს შეხვდა და დელეგაციებს შორის შეხვედრებს უხელმძღვანელა- წერს გაზეთი „საბაჰი“. „ამჟამად თურქეთის შეიარაღებული ძალები რეგიონში ტერორისტების წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას აწარმოებენ და ეს ბრძოლა მანამდე გაგრძელდება სანამდე რეგიონს ტერორისტებისგან მთლიანად არ გაწმენდენ.“-განაცხადა მინისტრმა ჯანიქლიმ.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა იშტვან სიმიჩკო მისი ქვეყნისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის გაწეული სამუშაოებისათვის თურქეთს მადლობა გადაუხადა. თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი მის უნგრელ კოლეგას სიმიჩკოს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიმიჩკომ არალეგალური მიგრაციის და ტერორიზმის საკითხზე უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოების გამო თურქეთს მადლობა გადაუხადა.   

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრის თანაშემწის მოადგილემ გალიპ ზერეიმ განაცხადა, რომ თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ორგანიზაციასთან ერთად ადგილობრივი ელექტრონულ ფოსტაზე მუშაობენ და დაამატა: „ამაზეც ახლო მომავალში ვისაუბრებთ. გვინდა რომ ინფორმაციების თურქეთში რჩებოდეს და გარეთ არ მიდიოდეს.“


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები