თურქული პრესა 08.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

925285
თურქული პრესა 08.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა მის ირანელ კოლეგა ჰასან როჰანის. საუბრის დროს აღმოსავლეთ გუტას თაოსნობით სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს. ერდოღანი და როჰანი აღმოსავლეთ გუტაში არსებული ტრაგედიის რაც შეიძლება მალე აღმოსაფხვრელად ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების სამუშაოების დაჩქარების საკითხზე შეთანხმდნენ.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრემიერმა ტუფან ერჰურმანმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრემიერმა ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს გვერდით იქნება და ხმელთაშუა ზღვაში გაბურღვით სამუშაოებთან არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით „პროვოკაციულ ქმედებებზე რეაგირება მოხდება.“

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, „2018 წელში მსოფლიო წესრიგი“-ს სახელწოდების დოკუმენტურ ფილმში საუბრისას რუსეთის სახელმწიფო მეთაური პუტინის აცხადებს, რომ თურქეთთან დადებული შეთანხმება სასარგებლო გამოდგა. პუტინის თქმით, რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობები რამდენად რთულიც არ უნდა იყოს თურქეთთან და ირანთან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, ზოგიერთი შეთანხმების გარანტორი გახდნენ და ეს შეთანხმებები სასარგებლო გამოდგა.

მუღლას დაბა ბოდრუმში ერთ-ერთი მშენებლობის მიმდინარეობისას სავარაუდოდ, ელინისტური ან რომაული პერიოდის სამარხი აღმოაჩინეს - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. აქვე ნათქვამია, რომ სამარხთან დაკავშირებული ზუსტი მონაცემები გათხრების სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთის შეიარაღებული ძალების ანტიტერორისტულ ოპერაციებში მსხვერპლის შემცირების მიზნით “რობოტი სამხედოების“ პროექტი განხორციელდება. თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ახალი სამყაროს უპილოტო და ავტონომიური ტექნოლოგიები ერთად შევქმნათ. თავდაცვის მრეწველობის სამმართველო უნივერსიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით რობოტი სამხედროებისთვის პირველ ნაბიჯებს დგამს. თქვენც მოგვმართეთ. ეს პროექტი ერთად განვახორციელოთ.“


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები