თურქული პრესა 07.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

924529
თურქული  პრესა 07.03.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ყურადღება ერდოღანის მიერ გაეროს  კრიტიკაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ:  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) თავჯდომარემ და პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას სირიაში, რეჟიმის ძალების მხრიდან აღმოსავლეთ გუტაში ჩადენილი ქმედებების გამო გაეროს უმოქმედობა  გააკრიტიკა. „ის რაც გუტაში ხდება, ეს ადამიანური ქმედებაა? გაერო-ს უშიშროების საბჭო, წყეულიმც იყოს თქვენი რეზოლუცია! რა აზრი აქვს ამ რეზოლუციას თუ ის არ სრულდება? თქვენ კაცობრიობას ატყუებთ“, განაცხადა ერდოღანმა.

„ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა“ ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საღამოს თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა აღმოსავლეთ გუტაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი, ზოგადად სირიაში მიმდინარე ბოლო მოვლენები და თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ  აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს საკითხები განიხილეს.

გაზეთი „Vatan“-ი საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა,  რომ აშშ-სთან მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „მოსახლეობის გადანაწილება სამოქალაქო ომის დაწყებამდე პერიოდის მიხედვით უნდა მოხდეს. შეთანხმების მიღწევამდე სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა YPG-მ  მემბიჯიდან უნდა გავიდეს და იძულებით განდევნილი ადგილობრივები უკან უნდა დაბრუნდნენ. აშშ-სთან აღნიშნულ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მმართველობის საკითხში ვთანხმდებით,“ აღნიშნა თურქმა მინისტრმა.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ნიჰათ ზეიბექჩის განცხადებით, მან  ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ, სესილია მასლმსტრომთან სატელეფონო საუბარი გამართა რა, აშშ-დან იმპორტირებულ  ფოლადის და ალუმინის დამატებით საბაჟო გადასახადების  საკითხებზე ისაუბრეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პლატფორმაზე პირისპირ შეხვედრაზე და საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაზე შეთანხმდნენ.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით თურქეთის კადასტრის და მიწის რეგისტრაციის სააგენტოს გენერალურმა  დირექტორმა,  მეჰმედ ზექი ადლიმ განაცხადა, რომ თურქეთში უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენა ორჯერ გაიზარდა. მისივე თქმით 2017 წელს  თურქეთში 147 ათას 924-მა უცხოელმა  68 ათას 319 უძრავი ქონება შეიძინეს. ეს რიცხვი კი წინა წლებთან შედარებით ორჯერ მეტია.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები