თურქული პრესა 26.02.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

918246
თურქული  პრესა 26.02.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის, სალიჰ მუსლიმის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის პრეზიდენტმა, სამართლიანობის და განვითარების პარტიის თავჯდომარე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩეხეთის დედაქალაქ,  პრაღაში დაკავებულ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PYD/PKK-ს ყოფილი ლიდერის,  სალიჰ მუსლიმის შესახებ განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის მთავრობა, მუსლიმის თურქეთში ექსტრადაციას განახორციელებს რა, სამართალი აღსრულდება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქალაქ, ქოჯაელში გოლჯუქის გემთსაშენის სარდლობაში გამართულ „მურათრეის“-ის სახელწოდების წყალქვეშა ნავის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო და განაცხადა: „დღემდე ჩვენს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ასევე თავდაცვის სფეროში წარმოებული პროდუქტების ექსპორტიც ორ მილიარდ დოლარამდე გავზარდეთ.“

„თურქული ჯავშანტექნიკა სენეგალს დაიცავს“ ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის მრეწველობის მიერ წარმოებულმა სახმელეთო ჯავშანტექნიკამ საზღვარგარეთ დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ახალ ექსპორტებს შეუწყო ხელი. სენეგალი „Nurol Makina“-ს მიერ წარმოებული 4x4 საბრძოლო ჯავშანტექნიკის თურქეთიდან შესყიდვას აპირებს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ზაფხულის ტურიზმის ცენტრებიდან იზმირის ჩეშმეს რაიონში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება, რომელიც წელიწადის ოთხ პერიოდში ტურისტების მიზიდვას შეუწყობს ხელს. თურქეთის სასტუმროების ასოციაციის (TÜROFED) თავჯდომარის მოადგილე, მეჰმედ იშლერმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  აღნიშნული აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მთელი მსოფლიოდან  ჩეშმეში ჩასულ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთში 2017 წლის ტურიზმის შემოსავალმა 26,3 მილიარდი დოლარი შეადგინა რა, აქედან, 22,5 მილიარდი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებიდან შემოვიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები