თურქული პრესა 21.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

915005
თურქული პრესა 21.02.2017

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, გუშინ, საპრეზიდენტო სასახლეში  თავისი მაკედონელი კოლეგა გეორგე ივანოვი მიიღო და მასთან საუბარში შეეხო რა სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ზეთისხილის რტოს ოპერაციას და სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების თავნებობებს, თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მორიგი სატელეფონო საუბრები ჰქონდა თავის რუს და ირანელ კოლეგებთან, ვლადიმერ პუტინთან და ჰასან რუჰანისთან რა, ამ საკითხებში მათ შორის არსებული კონსენსუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს. “შეუძლებელია რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას შანსი მივცეთ აფრინში. ამისათვის მათ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ“, განაცხადა ერდოღანმა ივანოვთან საუბარში, წერს საბაჰი  

Haber Türk-ი, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერდოღანის პრეს სპიკერის, იბრაჰიმ ქალინის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ეხება რა მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ესადის ძალებსა და ქურთულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიულ განშტოება YPG/PYD-ს შორის ვითომცდა მიღწეულ შეთანხმებას, მას პროპაგანდისტულს უწოდებს. “ჩვენამდისაც მოაღწია ხმებმა ესადის ძალებსა და ქურთებს შორის საიდუმლო და ბინძური გარიგებების შესახებ. მაგრამ, რაც არ უნდა გააკეთონ მათ, ჩვენ ოპერაციებს მაინც გავაგრძელებთ და დასახულ მიზანსაც მივაღწევთ“, აღნიშნა პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, ვკითხულობთ ჰაბერთურქში

“თურქეთი ჩვენთვის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა, მათ ქვეყანაში მოძალებულ ვენესუელელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათი დაბინავება-გამოკვების უფრო უკეთ გაძღოლის მიზნით სპეციალურ დელეგაციას მიავლენენ თურქეთში, რომელიც ამ საკითხში გამოცდილია და მათგან შეისწავლიან მილიონობით ლტოლვილთან გამკლავებას, რამეთუ, თვით არ აქვთ არანაირი შესაბამისი გამოცდილება

Star-ი ინტერვიუს აქვეყნებს ხმელთაშუაზღვისპირეთის ტურისტული სასტუმროებისა და ბიზნესმენთა ასოციაციის, AKTOB-ის თავჯდომარე ერქან იაღჯისთან, რომლის თქმითაც, 2017 წელი კარგად დაამთავრეს, მაგრამ, უფრო უკეთეს მდგომარეობს ელიან მიმდინარე წელში რა, მათი ვარაუდებით, მარტო ანტალიაში წელს 12 მილიონზე მეტი უცხოელ ტურისტს ელიან. მისივე თქმით გასულ წელს მსოფლიო ტურისტების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა და 1 მილიარდ 322 მილიონ კაცს მიაღწია

Yeni Şafak-ის კულტურის გვერდზე გამოქვეყნებული სტატის მიხედვით, ართვინის ოლქის, არხავის რაიონის სოფელ ქემერქორფუში მცხოვრებმა ოსმან ქაბამ, თავისი ბავშვობის დროინდელი ოცნება აისრულა და 3 წლის წინ, მისი სახლის ეზოში მდებარე მაღალ ხეზე მეტად ლამაზი და ესთეტიკური ხის სახლი ააშენა, რომელმაც იმდენი დაინტერესება გამოიწვია, რომ იგი ტურისტებისათვის გახსნა. ეს სახლი, 15 მეტრიანი სიმაღლის ხის შუაშია გაშენებული, რვაკუთხედის ფორმისაა, სამ საძინებელ ოთახთან ერთად ტუალეტი, აბანო და ცხელი წყალი გააჩნია რა, ერთდროულად 7 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია



მსგავსი ინფორმაციები