თურქული პრესა 19.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

913348
თურქული პრესა 19.02.2017

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქალაქ აფიონ-ქარაჰისარში,  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კონგრესზე და შეფასება მისცა რა თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან 20 იანვარიდან, სირიის  აფრინის რეგიონში დაწყებულ ოპერაცია "ზეთისხილის რტოს", რომელიც მიმართულია  აქ დაბუდებული ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ და მათგან ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, განაცხადა, რომ ეს ოპერაცია წარმატებით გრძელდება და ყოველდღიურად უფრო უახლოვდებიან საბოლოო გამარჯვებას.

Vatan-ი კი პრემიერმინისტრ ბინალი ილდირმის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ანტიტერორისტულ ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც წარმატებით წარმართავენ და ვინც რა არ უნდა თქვას, მას ბოლო ტერორისტის განადგურებამდის გააგრძელებენ

“აშშ-მა მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩაუშოღლუ სიტყვით გამოვიდა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე და თქვა, რომ სამხედრო ოპერაციებთან ერთად სირიაში სამშვიდობო მოლაპარაკებებიც უნდა გააგრძელონ. “ჩემი ამერიკელი კოლეგის, რექს ტილერსონის ანკარაში ვიზიტის დროს ზოგიერთ საკითხებში კონსენსუსს მივაღწიეთ, ახლა იმედი მაქვს, რომ ამერიკა ჩვენთვის მოცემულ პირობას პირნათლად შეასრულებს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს საბაჰი 

Haber Türk-ი ეკონომიკის გვერდზე ვიცე პრემიერმინისტრის მეჰმედ შიმშექის მიერ გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ მთავრობამ პრევენციული ზომები გაატარა სახელმწიფო ხაზინის მიერ შიდა ვალების გადანაწილების კოეფიციენტის 100%-ზე უფრო დაბალ კოეფიციენტზე გადაყვანისათვის, რამაც პირველი დადებითი ნაყოფი გამოიღო, საფონდო ბირჟაზე ოპერაციები გააქტიურდა და ამის შედეგად წლის პირველ 5 კვირაში უცხოელმა ინვესტორებმა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქული ობლიგაციები შეიძინეს

Hürriyet-ის კორესპონდენტი აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ ქარსიდან იუწყება, რომ ამ ზამთარს სტამბოლელები და ანკარელები თოვლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ზამთრის არდადეგებების მოყვარულებმა ქარსის მაღალმთიანეთს მიაშურეს, სადაც ისინი “Doğu Ekspresi”-ს სახელწოდების მატარებლით ჩადიან და ადგილობრივი სასტუმროები და პანსიონატები სრულიად გაივსო რა, რეგიონალურმა ტურიზმმა რომ იტყვიან დოპინგი მიიღო და საკმარისად გამოცოცხლდა

 



მსგავსი ინფორმაციები