თურქული პრესა 16.02.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

911759
თურქული  პრესა 16.02.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით რომელშიც ერდოღან-ტილერსონის შეხვედრაზეა ყურადღებაა გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამუშაო ვიზიტით თურქეთში მყოფი, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი, რექს ტილერსონი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრაზე, სირიასა და ერაყის ჩათვლით რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და ორმხრივი ურთიერთობის საკითხები იქნა განხილული.

გაზეთი „Vatan“-ი  პრემიერმინისტრ ილდირიმის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გერმანიის დედაქალაქ, ბერლინში კანცლერ, ანგელა მერკელთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს რა დროსაც ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთ-გერმანიის ურთიერთობაში ახალი პერიოდი დაიწყო. „ქვეყნების მმართველებმა ერთიმეორეს საკმარისი დრო ვერ დაუთმეთ. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა ახალი პერიოდი დაიწყო,“ განაცხადა ილდირიმმა.

გაზეთ „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ჩიხში  მოქცეული ამერიკისგან აბსურდული PKK-ს დაცვა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის  თავდაცვის მინისტრმა ნურეთთინ ჯანიქლიმ თავის ამერიკელ კოლეგა, ჯეიმს მატისთან   ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში შეხვედრა გამართა რა, მისი დეტალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარემ მას ტერ ორგანიზაცია, YPG-ს,  PKK-ს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება შესთავაზა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევმა,  ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალზე განაცხადა, რომ 2012 წელს თურქეთთან ხელმოწერილი,  ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის (TANAP) შეთანხმება ისტორიული მოვლენა გახლდათ.

გაზეთი „Haber Türk“-ის იუწყება, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით,  თურქეთში 2017 წელს 7 მილიარდ 437 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამავე მონაცემებით თურქეთში ყველაზე დიდი რაოდენობის უცხოური ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები