თურქული პრესა 12.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

908734
თურქული პრესა 12.02.2017

 

                  

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანის პრეს წარმომადგენელი იბრაჰიმ ქალინი გუშინ,  აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, გენერალ-ლეიტენანტ მაკ მასტერს სტამბოლში შეხვდა. ამ შეხვედრის დროს, ორი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. “გარდა ამისა, მათვე ურთიერთ აზრები გაცვალეს როგორც თურქეთ აშშ-ს ხანგრძლივი ურთიერთობების, მოკავშირეობის, სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე  რეგიონალური განვითარების თანამშრომლობის საკითხებშიც“, წერს ჰურრიეთი

Haber Türk-ი თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, არმიის გენერალ ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ აფრინში დაღუპული თურქი შეჰიდების  არც ერთი წვეთი სისხლი არ შერჩებათ ტერორისტებს და მათ ასმაგად აანაზღაურებინებენ. აქარი სირიის მოსაზღვრე თურქეთის ქალაქ ჰათაის ეწვია და იქ მოქმედი სამხედრო ბაზები მოინახულა რა, ჯარისკაცებთანაც და სამოქალაქოებთანაც შეხვედრაზე თქვა, რომ მათი უპირველესი ამოცანაა ერთის მხრივ თურქეთის საზღვრების უსაფრთხოების აღდგენა, ხოლო მეორეს მხრივ მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის ქურთი ტერორისტების ზეწოლისგან და ძალადობისგან გათავისუფლება და კიდევ, სირიელი ლტოლვილების საკუთარ კერებში მშვიდობიანი დაბრუნების უზრუნველყოფა

Vatan-ის კორესპონდენტი ცენტრალური ანატოლიის ქალაქ აქსარაიდან იუწყება, რომ თუზ გოლის ტბის ქვეშ ბუნებრივი აირის შენახვისათვის საცავის მშენებლობის  სამუშაოები დაიწყო და ეს იქნება თურქეთის ყველაზე უდიდესი გაზსაცავი. ეს საცავი მთელი შესაძლებლობით 2023 წელს გადაეცემა ექსპლოატაციაში და აქ შენახული ბუნებრივი აირი მთელი თურქეთის მოსახლეობის 50%-ის ერთწლიან მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, რადგან, მისი ტევადობა 5,4 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, აღნიშნავს ვათანი

“მესამე აეროპორტი 29 ოქტომბრისათვის მზად იქნება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში წერია: ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეტ არსლანმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობა მთელი ტემპით გრძელდება და მის ექსპლოატაციაში გადაცემას, მიმდინარე წლის 29 ოქტომბრისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 95-ე წლისთავისადმი გეგმავენ. მისივე თქმით ეს იქნება თურქეთის და მსოფლიოს ყველაზე უდიდესი აეროპორტი, რომლის მშენებლობის 80% უკვე დასრულებულია

Yeni Şafak-ის ცნობით, მალე ანტარქტიდას თურქი მეცნიერ-მკვლევარების მეორე ექსპედიცია გაემგზავრება, რომელშიც 27 კაცი იქნება და ამ დელეგაციას ცნობილი თურქი მეცნიერი ქალი, “მყინვარების დამპყრობად“ ცნობილი პროფესორი ბურჯუ ოზსოი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ამ ეკიპაჟში კიდევ სამი სხვა ქალიც არის და მათ მომავალში 7 ქალი მკვლევარიც დაემატება რა, წელს სულ 10 თურქი მეცნიერი ქალი მიიღებს ანტარქტიდის გამოკვლევაში

 



მსგავსი ინფორმაციები