თურქული პრესა 09.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

907075
თურქული პრესა 09.02.2017

 

                  

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა თავისი პარტიელი პარლამენტარების ფრაქციაზე და შეფასება მისცა რა ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ თურქეთის მოსაზღვრე სირიის აფრინის რეგიონში დაწყებულ ოპერაციას სახელწოდებით “ზეთისხილის რტო“, თქვა, რომ თურქეთის მოსაზღვრე სირიის და ერაყის ტერიტორიებს სრულიად გაწმენდენ ტერორისტებისგან და მათ უსაფრთხოს გახდიან, ამიტომაც ამჟამად მიმდინარე ოპერაცია მოთელვას წარმოადგენს და თურქულ ჯარებს წინ დიდი ოპერაციები ელით

Sabah-ი იუწყება, რომ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა თავის ირანელ კოლეგა ჰასან რუჰანის და საუბრის დროს თურქეთსა და ირანს შორის  ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გააქტიურების და ზრდის მიმართ კმაყოფილება გამოთქვეს. ორმა ლიდერმა აზრები გაცვალეს სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც, წერს საბაჰი

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე ფინანსთა მინისტრის ნაჯი აღბალის გუშინ, თურქეთის დიდ ეროვნულ პარლამენტში გამოსულ საანგარიშო მოხსენებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ახლიდან გადახედეს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის ვარაუდებს და ორი პუნქტით გაზარდეს რა, იგი 5,5%-მდე აიყვანეს. “მიმდინარე წლის პირველი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ეკონომიკის ზრდის ტენდენცია გრძელდება, ხოლო მის პარალელურად ინფლაციამ დაწევა დაიწყო“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, წერს ჰაბერთურქი
"სამრეწველო წარმოებამ დეკემბერში საგრძნობლად მოიმატა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას "Star-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, სამრეწველო წარმოებამ დეკემბერში ყველაზე მაღალ ზღვარს, 8,7%-იან მატებას მიაღწია რა, ბოლო 7 წლის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა და ამიტომ ამ სექტორის ზრდის ვარაუდს ახლიდან გადახედეს რა, მიმდინარე წელში იგი 7%-მდე აიყვანეს  

Vatan-ი ინტერვიუს ბეჭდავს თურქეთში ბრიტანეთის სავაჭრო პალატის თავჯდომარე კრის გაუნთან, რომელიც ყურადღებას ამახვილებს თურქეთის ეკონომიკის განვითარებაზე და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ინგლისმა ევროკავშირიდან გასვლის პროცესი, Brexit-ი დაიწყო, მას შემდეგ  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების მიზნით პირველი მოლაპარაკებები თურქეთთან დაიწყეს, რითაც უნდათ, რომ თურქეთის ზრდის პოტენციალში გაჩენილი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვან. “ორი ქვეყნის ურთიერთობების ეფექტურად გაზრდის მიზნით დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც და საქმიანმა წრეებმაც გასულ წელს მრავალი ვიზიტები განახორციელეს თურქეთში“, განაცხადა გაუნმა, წერს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები