თურქული პრესა 31.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

900529
თურქული  პრესა 31.01.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება და  მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პარლამენტში,  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ფრაქციის  შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალი სირიის არმია იგივეა რაც „ეროვნული ძალები“, რომლებიც თურქეთის ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის დროს იბრძოდნენ.  

გაზეთ „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ჩავშოღლუმ ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩაუშოღლუმ თავის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ორი ქვეყნის მინისტრმა სატელეფონო საუბრის დროს სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაცია და რუსეთის ქალაქ სოჭში გამართული სირიის სამიტი განიხილეს.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის მხრიდან მიმდინარე წლის 20 იანვარს დაწყებული „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას თურქულ, არაბულ და ქურთულ ენაზე ჰაერიდან ბუკლეტები გადაუყარეს. აღნიშნულ ბუკლეტებში ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ  თურქეთის შეიარაღებული ძალები აღნიშნულ ოპერაციებს ტერ ორგანიზაცია PKK/PYD და DEAŞ-ის წინააღმდეგ ახორციელებს და აფრინი მხოლოდ  აფრინელებს ეკუთვნის.

„ანტალიაში ჩამსვლელ ტურისტთა რაოდენობა 12%-ით გაიზარდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: ანტალიის აეროპორტის ადმინისტრაციული ორგანოს მონაცემებით, გასულ წელს ანტალიის და გაზიფაშას აეროპორტების მეშვეობით  ტურისტულ ქალაქს 10 მილიონ 486 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია. მათივე განცხადებით მიმდინარე წელიც კარგად დაიწყეს რა, იანვრის თვეში ამ აეროპორტების მეშვეობით 92 ათასზე მეტი ტურისტი უკვე ეწვია ქალაქს. გასული წლის ამავე პერიოდში კი ეს ციფრი 82 ათასს შეადგენდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ქალაქ ბითლისის, თათვანის რაიონის ნემრუტის მთაზე  20 ჰექტარ მიწაზე  განსათავსებელი მზის ენერგიის პანელის აუქციონი ჩატარდა.


 

 

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები