თურქული პრესა 29.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

899084
თურქული  პრესა 29.01.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „აფრინის გზა გაიხსნა“ და მასში ვკითხულობთ: ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ადგილად მიჩნეული  ბურსეას მთა გუშინ, ტერორისტებისგან გათავისუფლებულ იქნა. ეს კი ოპერაციის აფრინის ცენტრისკენ გაგრძელებას მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს. თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით გუშინდელი ოპერაციის დროს 73, ხოლო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 557 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს სპიკერმა  ბექირ ბოზდაღმა, აშშ ტერორიზმის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. „ამის შემდეგ თურქეთი მხოლოდ მიცემულ სიტყვას არ დაჯერდება, არამედ ქმედებასაც მიაქცევს ყურადღებას. თუ მიცემული სიტყვა და ქმედება ერთმანეთს ავსებს, მაშინ პრობლემა არ არის. დღემდე სამწუხაროდ, აშშ-ს მხრიდან თურქეთისადმი მიცემული სიტყვა მოქმედებაში არ გადასულა. იმ შემთხვევაში თუ, აშშ ჩვენს რეგიონში იმ მზაკვრულ გეგმებს არ შეწყვეტს, ჩვენ თვითონ ჩავშლით,“ განაცხადა ბოზდაღმა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ  ეკონომიკის საკითხებში პასუხისმგებელმა ვიცეპრემიერმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რომლებსაც დავალიანება ვალუტაში აქვთ, მათ დასახმარებლად შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ რა, ეს სამზადისი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

გაზეთი „Star“-ს მიხედვით კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის  და მოსახლეობის ველოსიპედის გამოყენების წახალისების მიზნით, თურქეთში პირველად განხორციელდება ელექტრო ველოსიპედის გამოყენება, რომელიც ტაქსისი როლს შეასრულებს და იგი 8 თვის განმავლობაში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.  

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ თურქ ტელეკომმა და შეუფერხებელი ცხოვრების ასოციაციამ  „დღის სინათლის პროექტი “  შეიმუშავეს, რომლითაც 700 ბავშვს განათლების მიღების საშუალება მიეცა. ამ პროექტით მიმდინარე წელს კიდევ 200 მოსწავლის საგანმანათლებლო  პროგრამაში ჩართვაა გამიზნული. პროექტი ბავშვებს, რომლებსაც მხედველობა 1-10 %-მდე აქვთ დავარდნილი, მათი განათლების მიღებაში დახმარების გაწევას ისახავს მიზნად.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები