თურქული პრესა 26.01.2018

თურქული პრესი მოკლე მიმოხილვა

897651
თურქული პრესა 26.01.2018

 

თურქული პრესი მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი აფრინის საზღვარზე მდებარე ჰათაიში ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ცენტრში ჩავიდა. პრეზიდენტმა გმირ სამხედროებს სიტყვით მიმართა და განაცხადა: „თქვენ, ამჟამად გადადგმული ნაბიჯებით, გადასადგმელი ნაბიჯებით ნამდვილად ჩვენი ერისთვის ისტორიას თავიდან წერთ.“ პრეზიდენტის განცხადებით ოპერაცია მანამდე გაგრძელდება სანამდე შედეგი არ იქნება მიღებული და თურქეთს არც ერთი ქვეყის ტერიტორიაზე თვალი არ უჭირავს. „აფრინი, ტერორისტებისგან გაწმენდის შემდეგ მის ნამდვილ მცხოვრებლებს გადაეცემა, ოპერაცია თურქეთში მყოფი სირიელების თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების პროცესსაც დააჩქარებს.“- აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს მიმდინარეობისას 300-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ანკარაში თურქეთის საერთო გადახდის პლატფორმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ილდირმმა აღნიშნ0ა: „ჩვენს ეკონომიკაზე ოპერაცია არანაირ გავლენას არ იქონიებს. ეს სამართლიანი და ლეგიტიმური ოპერაციაა და თუ გული ერჩით სულმდაბლებს ჩვენი სამხედროების წინ გამოჩდნენ.“  

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ანტიტერორისტულ სამუშაოებთან დაკავშირებით ვიცეპრემიერმა ბექირ ბოზდაღმა ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთის დეაშის ტერორის წინაღმდეგ ბრძოლის საკითხში გულწრფელობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, გადაწყვტილებასაც ვერავინ განსჯის... მანამდე სანამ ეს ტერორგანიზაციები სრულად არ განადგურდება და ბოლო ტერორისტი არ განადგურდება, ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ გაგრძელდება.“

ევროინტეგრაციის მინისტრმა ომერ ჩელიქმა ვიზიტით ჩასულ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განცხადებები გააკეთა - წერს გაზეთი ვათანი. მინისტრმა ჩელიქმა აღნიშნა: „თურქეთის მიერ აფრინში წარმოებული ბრძოლა უმაღლესი ლეგიტიმურობის მქონე ოპერაციაა. ჩვენს ყველა მოკავშირეს ინფორმაცია მივაწოდეთ. ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით ზომები გატარებული იქნა.“ მისივე თქმით, ევროკავშირსა და თურქეთს შორის სამიტი მარტში შესაძლოა გაიმართოს და თურქეთი სამიტისთვის ემზადება.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ მათი მცდელობა, ვისაც ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ გამო კრიზისის არსებობის წარმოჩენა სურს, ფუჭია, რადგანაც ბაზრებზე ერთმანეთის მიყოლებით რეკორდები მყარდება. სამომხმარებლოსთან ერთად რეალური სექტორის ნდობის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. ოპერაციის დაწყების დღიდან სტამბოლის საფონდო ბირჟა უწყვეტად იზრდება და გუშინ ისტორიული რეკორდი დაამყარა. ბირჟის ინდექსი 120 ათას 320 ქულამდე გაიზარდა და დღის მეორე სეანსი წამოსული გაყიდვებით 118 ათას 604 ქულით დაიხურა.  



მსგავსი ინფორმაციები