თურქული პრესა 24.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

895969
თურქული  პრესა 24.01.2018

მიმოხილვას გაზეთ „STAR“-ით ვიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის აფრინის ოპერაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ქალაქ აფრინში დაწყებული „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაციის დროს დაღუპული ჯარისკაცის  გასვენების ცერემონიალს დაესწრო და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპერაციას თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად აწარმოებენ და მათ იმის რწმენა გააჩნიათ, რომ გაიმარჯვებენ.

გაზეთი „Vatan“-ი ერდოღან-ტრამპს შორის დღეს გასამართ სატელეფონო საუბარზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: გუშინ პრეზიდენტის სასახლეში ერდოღანის თავჯდომარეობით გამართულ უსაფრთხოების სამიტზე, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერდოღანთან სატელეფონო საუბრის სურვილის ინფორმაცია მოვიდა რა, იგი, დღეს გაიმართება. ერდოღანმა გუშინ ჯერ თავის ფრანგ, შემდეგ კი რუს კოლეგას ესაუბრა ტელეფონით. ორივე ლიდერთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს აფრინის საკითხი იქნა განხილული.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ  თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გუშინ, ანკარაში ერთ-ერთ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტივე გააგრძელებს. მან სირიის ქალაქ აფრინში მიმდინარე „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სანამ ბოლო ტერორისტი არ იქნება ლიკვიდირებული, მანამდის გაგრძელდება აღნიშნული ოპერაციას.

გაზეთ „Sabah“ -ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით  „PKK-PYD-ს სამიზნეები  დაიბომბა ასეულობით ტერორისტი იქნა მოკლული“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის მიერ სირიის ქალაქ  აფრინში, PKK/KCK/PYD-YPG  და  DEAŞ-ის ტერორისტების წინააღმდეგ დაწყებული „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაციების შედეგად მნიშვნელოვან ობიექტებზე კონტროლი იქნა დამყარებული და ასევე ოპერაციის დაწყებიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში სულ ცოტა 260 ტერორისტიც იქნა მოკლული.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ  ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში განთავსებული „სახელმწიფო საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრი“, სირიის ქალაქ აფრინში მიმდინარე „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაციის მიმდინარეობის შეფასების მიზნით პირველად გამოიყენა. ეს ცენტრი ყოველგვარი ქიმიური და ბირთვული თავდასხმისაგან დაცულია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები