თურქული პრესა 09.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

884480
თურქული პრესა 09.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის 2023 წლისათვის დასახული გიგანტური პროექტებიდან ერთ-ერთი, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელი არხის Kanal İstanbul-ისათვის მარშრუტი და რეზერვების გეგმა დასრულებულია. მის მიხედვით, Kanal İstanbul-ი 45.2 კილომეტრის სიგრძის იქნება. სტამბოლის სრუტეში სავაჭრო გემები 1923 წელს ხელმოწერილი მონტროს ხელშეკრულების მიხედვით ახდენენ გავლას. ხელშეკრულების დადების პერიოდში ბოსფორის სრუტეში წელიწადში 3 ათასი გემი გადიოდა, თუმცა ამ ციფრმა დღეს 50 ათასს მიაღწია. სავარაუდოდ ეს რაოდენობა 2030 წლამდე 65 ათასამდე, 2050 წლამდე კი 100 ათასამდე გაიზრდება. მაშინ როდესაც სუეცის არხში წელიწადში 17 ათასი გემი გადის. საქალაქო ხაზებისა და მეთევზეთა ნავების ჩათვლით სტამბოლის სრუტეში მოძრაობა დღეში 2 ათას ხუთასს აღწევს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთში, რომლის ეკონომიკაც გასული წლის მესამე კვარტალში 11.1%-ით მსოფლიოში ყველაზე მეტად გაიზარდა, სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემებით, კალენდარულად თავისუფალი სამრეწველო წარმოება წინა წლის იმავე თვესთან შეადრებით 7%-ით სავარაუდო 5.6%-ზე მეტად გაიზარდა. ბოლო 10 წლის ნოემბრის ყველაზე მაღალ მატებასთან ერთად კალენდარულად და სეზონურად თავისუფალი სამრეწველო წარმოება კი ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა.   

თურქეთის ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიებებიდან გამოფენა EMITT 2018, საზღვარგარეთიდან დიდ დაინტერესებას იწვევს - წერს გაზეთი „სტარი“. გამოფენაში, რომელიც სტამბოლში 25 იანვარს გაიხსნება და 28 იანვრამდე გაგრძელდება, 106 ქვეყნიდან 900-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა 50 ათასზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს. მონაწილეთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

გაზეთი „იენი შაფაკი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ანტიკურ დნმ-ს თურქები ამოხსნიან“, რომლის თანახმადაც, ევროპის კვლევის საბჭომ, ნეოლითურ პერიოდში ანატოლიაში მცხოვრები 1500 ადამიანის პირველი დნმ-ის ანალიზების ჩატარებისათვის ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს ODTÜ-ს 2,5 მილიონი ევროს ბიუჯეტი გამოუყო. ნიმუშები, რომლებსაც ანალიზს ჩაუტარებენ, თურქეთის ტერიტორიაზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სამუშაო იქნება. აღნიშნული სამუშაოთი გენეტიკურ ნათესაობასა და საზოგადოებს შორის გენების ნაკადი განისაზღვრება.  

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ფამუქქალე, ანტიკური ქალაქი ჰიერაპოლისი, ათასეული წლების მანძილზე თერმული წყლებით მკურნალობის ცენტრად გამოიყენებოდა. ანტიკურ ქალაქ ჰიერაპოლისში მდებარე აუზის წყალი გულ- სისხლძარღვთა დაავადებების, რევმატიზმის, კანის, დამბლისა და ნერვული დაავადებების, ასევე დალევის დროს კუჭ-ნაწლავის დაავადებების განკურნებას უწყობს ხელს. ლეგენდის თანახმად, ამ წყალმა განკურნა ღვთისმშობლის მტკივანი თვალი და ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები