თურქული პრესა 05.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

882334
თურქული პრესა 05.01.2017

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა საფრანგეთში ვიზიტი წინ ინტერვიუ მისცა ფრანგულ ტელევიზიას და თქვა, რომ აშშ-ი სირიაში ერთის მხრივ ვითომც და ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ს ებრძვის, მაგრამ, მეორეს მხრივ პკკ-ას სირიულ ფრთა PYD/YPG-ს, რომელიც სირიის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება და მისგან გამოყოფა სურს,  ყველანაირ სამხედრო დახმარებას უჩენს რა, ამით ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობაში ვარდება. "ამერიკელი ჯარისკაცები ამ ქურთ ტერორისტებთან ერთად იბრძვიან, ერთად ფოტოებსაც იღებენ. ამერიკული დროშა ტერორისტების დროშასთან ერთადაა ჩამოკიდებული და ერთად ფრიალებენ, ეს ყველაფერი კი ჩვენთვის მიუღებელია", განაცხადა ერდოღანმა, წერს ჰაბერთურქი.    

"ბირთვული ენერგიის მომავალი თურქეთშია", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: ამ ბოლო წლებში უკვე ხშირად ლაპარაკობენ, რომ მომავალში ბირთვული ენერგიის მთავარი საწვავი შეიძლება თორიუმი გახდეს, რომელიც ურანიუმის ნედლეულს წარმოადგენს და რომელიც უფრო  უსაფრთხო და უფრო სუფთაა. თორიუმით კი ძალზედ მდიდარია თურქეთი და მისი რეზერვებით იგი მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

Yenişafak-ის მიხედვით თურქეთის ეკონომის სწრაფ ზრდას ქებით გამოეხმაურა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch Ratings-ი, რომელმაც ბოლო ანგარიშში  თურქეთი და მასთან ერთად კიდევ 10 ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის პოტენციურად მზარდი პერსპექტივის მქონე ყველაზე განვითარებადი ქვეყნების სიაში შეიყვანა. მოკლედ, Fitch-მა თურქეთს ამ სიაში მესამე ადგილი მიუჩინა  და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა მომავალი 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 4.8%-ით გაიზრდება

Star-ი ინგლისურ გაზეთ Financial Times-დან გადმოთარგმნილ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2015 წლის ივლისში ფეტულლაჰელების მხრიდან განხორციელებული პუტჩის გამო 2016 წელში თურქეთში იკლო ტურისტთა ნაკადმა, თუმცა, 2017 წელში კვლავ მოიმატა მათმა რაოდენობამ. “2014 წელს თურქეთმა 30 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, 2016 წელს ეს ციფრი 25 მილიონამდე დაეცა, მაგრამ, 2017 წელს თურქეთს უკვე 32 მილიონი ტურისტი ეწვია და ამით ერთგვარი რეკორდი დამყარდა“, წერია ინგლისურ გაზეთში

Vatan-ის კორესპონდენტი აშშ-დან იტყობინება, რომ ამ ქვეყანამ ფილტვის სიმსივნის სამიტს უმასპინძლა და მის ფარგლებში ფილტვების კიბოს ევოლუციის სტადიების გამომკვლევი კომიტეტის თავჯდომარედ არჩეულ იქნა ცნობილი თურქი ქირურგი, პროფესორი, ქ-ნი აითენ ქაი ჯანგირი. თურქი პროფესორი მიიჩნევს, რომ სხვა ორგანოების მსგავსად, ფილტვების კიბოს მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება სტადიების განვითარების პირობების გათვალისწინებით და დიაგნოზ დასმულ ყველა ავადმყოფს, თუ კიბოს განვითარების სტადიები არ დაუდგინდება, მანამდის მისი მკურნალობა არ დაიწყება, აღნიშნავს ვათანის კორესპონდენტი    



მსგავსი ინფორმაციები