თურქული პრესა 18.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

870571
თურქული პრესა 18.12.2017

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HaberTürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა ქალაქ ქაჰრამანში და თქვა, რომ თურქეთის თუ სხვა ქვეყნების საელჩოები და საკონსულოები პალესტინაში იმიტომ მოქმედებენ ტელ ავივში, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი ისრაელის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და ახლა, როცა სტამბოლში ჩატარებულ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მიღებულ იქნა დადგენილება აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად ცნობის თაობაზე, თურქეთი იქ გადაიტანს საკონსულოს, რომელიც საელჩოს დონეზე მოქმედებს და ეს მოხდება უახლოეს ხანებში, თანაც არა საკონსულოს, არამედ საელჩოს დონეზე  

ამავე HaberTürk-ში კიდევ ერთი სტატია იპყრობს ყურადღებას, რომლის სახელწოდებაც არის, “იერუსალიმის სტატუსის საკითხში არასწორად მოქმედნი ბოლოს ძალზედ ინანებენ“ და მასში ვკითხულობთ: პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გუშინ, ქალაქ ჩანქირიში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით, ძალზედ დიდი შეცდომა დაუშვა, რასაც მკაცრად გმობენ. მისივე აზრით, ის ქვეყნები და ლიდერები, რომლებმაც იერუსალიმის და საერთოდ რეგიონის საკითხში შეცდომები დაუშვეს, მომავალში ძალზედ ინანებენ  

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთის 2016 წლის ყველაზე დიდი, 500 მომსახურების ექსპორტიორი ფირმების სიას აქვეყნებს და მასში პირველ ადგილს 7 მილიარდი დოლარით იკავებს თურქეთის საჰაერო ფლოტი- THY. ამავე სტატიით, გასულ წელს თურქულმა ფირმებმა მთლიანობაში 37,3 მილიარდი დოლარის ღირებულების მომსახურება გასწიეს უცხოეთში და პირველ ათეულში საჰაერო და სამშენებლო ფირმები შედიან    

“პალესტინელმა ახალგაზრდამ პროტესტი თურქული დროშით გამოხატა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს გაზეთი Yeni Şafak-ი და მასში წერია, რომ ტრამპის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების კვალდაკვალ პალესტინის ყველა დასახლებაში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. ერთმა არაბმა ახალგაზრდამ კი,  თურქეთის პალესტინისადმი დიდი მხარდაჭერის საპასუხოდ და თურქეთისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად, თურქული სახელმწიფო დროშა დაიკავა ხელში და ისე გამოხატა თავისი პროტესტი. ამ პალესტინელის სურათი ფართოდ  გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მან დიდი მოწონება მოიპოვა

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ერთმა თურქმა ფერმერმა, ესკიშეჰირელმა ილჰამი დაიარმა, თავის კუთვნილ 0,3 ჰექტარ ფართობზე ეთიოპიური ჯიშის ხორბალი teff-ი დათესა და 200 კგ მოსავალი აიღო. ეს ხორბალი მოცულობით მსოფლიოში ყველაზე პატარა ხორბლად ითვლება, ძალზედ სარგებლიანია, განსაკუთრებით ცელიაკიით (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება) დაავადებულთათვის და ამიტომ თურქი ფერმერი მომავალი წლიდან დაწყებული ტეფფის ფართობების ეტაპობრივად გაზრდას გეგმავს



მსგავსი ინფორმაციები