თურქული პრესა 11.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

865658
თურქული პრესა 11.12.2017

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერდოღანმა საბერძნეთში ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა ბერძნულ გაზეთ To Vima-ს და თქვა, რომ საბერძნეთიც და სამხრეთ კვიპროსიც რატომღაც კვიპროსს ბერძენთა კუნძულად მიიჩნევენ, ხოლო მასზე მცხოვრებ თურქებს კი ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობად. “მაგრამ, ბერძნების ეს ოცნება არასოდეს არ განხორციელდება. კვიპროსელი თურქები კუნძულის თანასწორ და თანაბარ უფლებიან მოქალაქეებს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე არასოდეს არ მიიღებენ უმცირესობის სტატუსს“, ხაზგასმით განაცხადა ბერძნულ გაზეთთან საუბარში, წერს სტარი

Haber Türk-ის ცნობით, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის მისამართით წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა ერდოღანის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა

Vatan-ი იუწყება, რომ თურქეთის თავდაცვის მრეწველობა წლითიწლობით იზრდება და ვითარდება და მის ფარგლებში აფართოებს თანამშრომლობას სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან, მათ შორის კუვეიტთანაც. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მრეწველობა 23 თურქული კომპანიით მიიღებს მონაწილეობას კუვეიტის თავდაცვისა და ავიაციის გამოფენაში. “ასე რომ, თურქული სამხედრო ფირმები კუვეიტის გამოფენაზე პირველად წარადგენენ ახალი მოდელის ჯავშანტექნიკას, სიმულატორ-ტრენაჟორებს, კამიკაძე დრონებს, ახალ ეროვნულ სამხედრო კატარღებს და სხვა ახალ იარაღებს“, აღნიშნავს ვათანი

Yeni Şafak-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის გარემო ბუნების დაცვისა და ეროვნული პარკის გენერალურ დირექტორ ნურეტტინ თაშჩისთან და მისი განცხადებით, თურქმა მეცნიერ-მკვლევარებმა იზმირის რეგიონში 5 ახალი სახეობის მცენარეული აღმოაჩინეს. “თურქეთის მდიდარი ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ეროვნული ბიოლოგიური მრავალფეროვნების ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის პროექტის (UBENİS) მუშაობის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ტყისა და წყლის საქმეთა მინისტრის ვეისელ ეროღლუს ინსტრუქციით,  5 ახალი მცენარეული სახეობა, Campanulaceae-ბრაზიკასი, Brassicaceae-ტურპილილერი, Lamiaceae-ბალიბაბაგილერი, Boraginaceae-ჰოდაგილერი  და Amaryllidaceae-ამარილიდაცეე იქნა აღმოჩენილი რა, ახლა მათი საერთაშორისო დონეზე აღიარების სამუშაოებიც დაიწყება“, განაცხადა თაშჩიმ   

“თურქეთი 2020 წელს 3 მილიონამდე ჩინელ ტურისტს უმასპინძლებს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთ-ჩინეთის ბიზნესმენთა მეგობრობისა და სოლიდარობის ასოციაციის (TÜÇİAD) თავჯდომარემ ქემალ ქოჩაკმა განაცხადა, რომ 2020 წელს თურქეთში ჩამოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობა 3 მილიონს გადააჭარბებს. მისივე თქმით, 2018 წელი ჩინეთში “თურქული ტურიზმის“ წლად გამოცხადდა და მისი მსგავსი ღონისძიებების განხორციელებით 3 მილიონი ტურისტის თურქეთში ჩამოყვანას იოლად მოახერხებენ

 



მსგავსი ინფორმაციები