თურქული პრესა 04.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

860792
თურქული პრესა 04.12.2017

                                      

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ანკარამ, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში დააჩქარა სამუშაოები და გადაწყვიტა მოკლე ვადებში განახორციელოს ის 7 კრიტერიუმი, რომლის შესრულებაც მას ბრიუსელმა ამ გზაზე დააკისრა.  “ამ მიზნით ანკარაში მინი სამიტი ჩაატარეს ევროკავშირთან ინტეგრაციის მინისტრმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა ომერ ჩელიქმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიტ გიულმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოულუმ რა, ამ შვიდივე კრიტერიუმის დაჩქარებულ ფორმაში შესრულების თაობაზე “პოზიციების დოკუმენტი“ შეადგინეს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენენ პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს“, აღნიშნავს საბაჰი

Yeni Şafak-ი იტყობინება, რომ ირანის ნავთობის მინისტრის მრჩეველმა ამირ თალებიანმა ენერგეტიკის სფეროში 100 მილიარდი დოლარის ღირებულების 6 მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად თურქი ინვესტორებიც მიიწვია. ამ მიწვევის მთავარ საბაბად და თურქი ინვესტორების წინა პლანზე წამოწევას აშშ-ს და გაეროს მხრიდან ირანისადმი დაწესებულ ემბარგოს ასახელებენ. "ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთთან ერთად 100 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას დიდი ზეგავლენა და მნიშვნელობა ექნება რეგიონალური და გლობალური განვითარება-სტაბილურობისათვის", განაცხადა ირანელმა მინისტრმა

Haber Türk-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “კრიტიკული პროექტი 2018 წელს აიღებს სტარტს“ და მასში ვკითხულობთ: ანკარამ სამამულე წარმოების თანამგზავრის, “BURAK”-ის ორბიტაზე გასატყორცნად ხელები დაიკაპიწა. ამ პროექტის ფარგლებში წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მომავალ წელს თურქეთი პირველ თანამგზავრს გასტყორცნის რა, ამით ბოლო წერტილი დაესმება მის გარე დამოკიდებულებასაც, ახარებს მკითხველს ჰაბერთურქი     

“ისლამური სამყაროს ნობელი თურქ მეცნიერს ერგო“, ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Star-ი და მისი მიხედვით, თეირანში ჩატარებულ მუსლიმ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონიაზე, ყველაზე უმაღლესი ჯილდო, “მუსტაფა“-ს პრემია, რომელიც ისლამური სამყაროს ნობელად ითვლება, მიენიჭა თურქ პროფესორ სამი ეროლ გელენბეს, რომელიც ლონდონის  Imperial College-ში მუშაობს. ეს ჯილდო მას ერგო “კომპიუტერული ქსელების და სისტემების მათემატიკური ანალიზის“ სამეცნიერო მუშაობისათვის. გელენბეს შესაბამის დიპლომთან ერთად 500 ათასი დოლარის ფულადი პრემიაც გადაეცა, ხაზს უსვამს სტარი

Vatan-ი სპორტულ გვერდზე წერს, რომ ცნობილი თურქი მსაჯი ჯუნეით ჩაქირი ხვალ, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, ბ ჯგუფში მოთამაშე მიუნხენის ბაიერნისა და პარიზის სენტ ჟერმენის მთავარი მსაჯი იქნება. ეს მატჩი მიუნხენის  Allianz Arena-ზე თურქეთის დროით 21:45 საათზე დაიწყება და ჩაქირის დამხმარე მსაჯებიც თურქები იქნებიან, აღნიშნავს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები