17.11.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

849491
17.11.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ თურქეთის, რუსეთის და ირანის მონაწილეობით, “სირიის“ თემაზე ჩატარებულ სამთა სმიტზე მონაწილეობის მიზნით,  პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, 22 ნოემბერს ჩავა სოჭში. 9 დღის შემდეგ კვლავ შეხვდება პუტინს. თურქეთ-რუსეთის და ირანის მონაწილეობით სირიის თემაზე ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 22 ნოემბერს, ოთხშაბათს, მხარეები განიხილავენ სირიის სიტუაციას და რეგიონში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებს. მოსალოდნელია სამიტზე ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის მონაწილეობაც.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი ყურადღებას ამახვილებს პრემიერის ბინალი ილდირიმის სიტყვებზე, რომლის ცნობითაც, თურქეთის ირგვლივ ახლა სხვა სცენარები იდგმება. ძალები, რომლებიც თურქეთის ბედით თამაშობენ ტყუილად ირჯებიან. გაზეთის ცნობით, ილდირიმი მოხსენებით გამოვიდა ანკარის სავაჭრო პალატის კონგრესში გამართულ სიმპოზიუმზე, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების თემას ეძღვნებოდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ თურქეთის დაჩოქინების მცდელებმა, 2016 წლის 15 ივლისს ფეტოს ტერ-ორგანიზაცია პარალელური სტრუქტურის (FETÖ /PDY) მეშვეობით ვერ მიაღწიეს მიზანს. ამ დღეებში ახლა სხვა ოინებს აწყობენ.  ოცნებობენ, 15 ივლისს დაუსრულებლად დარჩენილი თამაშის დასრულებაზე.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ი წერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლის თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისზე გაკეთებული მოხსენების შესახებ, რომელიც აღნიშნავს:-ტერ-ორგანიზაცია პკკას სირიის ფრთა YPG/PYD-ს რაკკაში ყოფნა არ ითვალისწინებს დეაშთან ბრძოლას. იგი ცდილობს რეგიონის ხელში ჩაგდებას და იქ ტერორისტული ბანაკის გაშენებას, დადგინდა რომ მას სურს დეაშთან ახლო თანამშრომლობის დამყარება.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით დასრულდა თურქეთის მასპინძლობით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის 2017 მოწვევის მანევრი.  

სწავლება განხორციელდა ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო ქვედანაყოფ-2-ის, შეერთებული შტატების, ბულგარეთის, ინგლისის და რუმინეთის საზღვაო ძალების, თურქეთის საზღვაო, საჰაერო და სანაპირო დაცვის სარდლობის მონაწილეობით. წელს მეოცედ გამართულ მანევრში, ტრენინგი ჩატარდა საზღვაო ოპერაციების განხრით.

 ანტალიაში, მეტად იშვიათი სახეობის Sphingidae-ის ოჯახისთვის განკუთვნილი პეპელას შესახებ წერს გაზეთი „ვათან“-ი და აღნიშნავს, რომ ანტალიის სერიქის რაიონში, სასტუმროს ბაღჩის პატრონის მხრიდან შემჩნეული ეს უცნაური პეპელა, საყურადღებოა სამხედრო ტანსაცმლის დესენების მსგავსი უზორებით, გრძელი და ვიწრო ფრთებით და სწრაფი მოძრაობით. პეპელას ამ სახეობას შეუძლია ჰაერში გაჩერება.   იგი დაფრინავს ღამით და იკვებება ფართო ფოთლიანი ხეებით, დეკორატიული მცენარეებით, ოლეანდრის და ბოსტნეულის ფოთლებით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები