19.10.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

830213
19.10.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობით, პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, რეაგირება გამოთქვა ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერის მესუდ ბარზანის მიმართ, რომელიც ცდილობს ქერქუქში დემოგრაფიულ ცვლილებას და აღნიშნა, რომ იგი პასუხს აგებს ისტორიის წინაშე, რადგან მოქმედებს რეგიონის სტრუქტურის გაუთვალისწინებლად, სადაც სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ. და კიდევ ქერქუქი ჩემიაო ამბობს, რა უფლებით? ერაყში ამგვარი მიზეზებით დაღვრილი სისხლის პასუხისმგებლობა რეგიონულ ადმინისტრაციას ეკისრება. შემდეგ კი დაამატა, რომ პკკას მსგავს ხელსისხლიან ტერორისტებს სათანადო პასუხს მიაგებენ.   

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმის TRT World ფორუმზე, გაეროს მიმართ გამოთქმული სიტყვების შესახებ სადაც ნათქვამია:-გაერო ვერ უზრუნველყოფს  ისეთი პრობლემების გადაწყვეტას  როგორიცაა: ავღანეთი, პალესტინა, კვიპროსი...

გაეროს უშიშროების საბჭოს 5 ძმა ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი მარტო ახდენს პრობლემის მოწესრიგებისთვის დაბრკოლებას, მეორე, პრობლემისთვის ცალმხრივი მხარდაჭერით უქმნის გადაწყვეტას შეფერხებას, სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება პრობლემების გადაწყვეტა.

გაზეთი „ვათან“-ი წერს რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში, თურქეთის ეკონომიკის 5 %-ით ზრდამ და წამყვანმა მაჩვენებელმა გააოცა საერთაშორისო ორგანიზაციები. ზრდამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზრდის პროგნოზს ორჯერ გადააჭარბა

ახლა სარევიზიო სიგნალი გაისმა მსოფლიო ბანკისგან. მსოფლიო ბანკის თურქეთის დირექტორის იოჰანეს ზუტტის განცხადებით, თურქეთის წლევანდელ ზრდის პროგნოზისთვის გადახედვას, სსფ-ს პროგნოზის შესაბამისად მოახდენენ. იმიტომ, რომ მეორე კვარტალში ნახულ ძლიერ პერფორმანსს ელიან მესამე კვარტალშიც.  მსოფლიო ბანკმა ივნისის ანგარიშში, თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 %-იდან, 3,5 %-დე გაზარდა.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, რუსეთისა და თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარის და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, ოთხ თურქულ კომპანიას ნება დართეს 50 ათასი ტონა პამიდორი შეიტანონ რუსეთში.  პამიდვრის მიწოდება დაიწყება 1 დეკემბრიდან. ნოვაკის თქმით, თურქეთის უფლებამოსილებთან, 21 ოქტომბრის მთავრობათაშორის კომისიის სხდომაზე, დღის წესრიგში ჩადგება ქათმის და საქონლის ხორცის თურქეთის ბაზრებზე გატანა.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს სპორტის შესახებ და აღნიშნავს, რომ ჩემპიონატთა ლიგის, გასვლით ტურში, საფრანგეთის გუნდს მონაკოს 2-1 მოუგო ბეშიკთაშმა. ორივე გოლი გაიტანა ჯენკ თოსუნმა. 26 წლის ფეხბურთელმა ამ პერფორმანსით, შესძლო თავის ფასის გაზრდა. პრემიერ ლიგის სიაში შესული ჯენკ თოსუნის თამაშს თვალს ადევნებდა კრისტალ ფალასის ფეხბურთის დირექტორი დუგი ფრიდმანიც. თოსუნი, პრემიერ ლიგის ნიუკასლ იუნაიტედის სიაშიცაა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები