თურქული პრესა 17.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

828579
თურქული პრესა 17.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთმა, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის 25 სექტემბერს ჩატარებული ერაყის კონსტიტუციის დამრღვევი არაკანონიერი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ კირკუკში დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლისათვის გადადგმული ნაბიჯების გამო, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის საჰაერო სივრცე დახურა. ამის შემდეგ, თურქეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით ვერც ერთი თვითმფრინავი ჩრდილოეთ ერაყის რეგიონალური მმართველობის ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტებისკენ ვერ გაფრინდება და ამ აეროპორტებიდან აფრენილი ვერც ერთი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეს ვერ გამოიყენებს. იბრაჰიმ ჰალილის სასაზღვრო კარის ერაყის ცენტრალური მთავრობაზე გადაბარებისათვის სამუშაოები დაიწყება.  

გაზეთ „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა, ბექირ ბოზდაღმა, განაცხადა, რომ თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობებმა ადრეც ბევრი რთული გამოცდა გაიარა, მაგრამ არასოდეს აღმოჩენილია ვიზის კრიზისის მსგავსი ფაქტის წინაშე. ბოზდაღმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ამერიკასთან წარმოქმნილი ვიზის კრიზისი შეაფასა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ანკარაში ამერიკის ელჩმა ვაშინგტონს სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა და დაამატა: „სწორი ინფორმაცია რომ მიეწოდებინა, ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა. ამერიკის დელეგაცია თურქეთშია. საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების თანაშემწის მოადგილეებს შეხვდებიან და შეფასებებს გააკეთებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი ამალე დადებითად გადაწყდება.“

თურქეთმა დაიწყო მუშაობა სომალის დასახმარებლად, სადაც ტერაქტის შედეგად სამასზე მეტი ადამიანი დაიღუპა - წერს გაზეთი „საბაჰი“. სტატიის მიხედვით, ყველა დაშავებული სომალში მდებარე რ. თ. ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, 35 კი სამხედრო თვითმფრინავით ანკარაში გადაიყვანეს. პრეზიდენტ ერდოღანის მითითებით საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის და გაერთიანებული შტაბის ერთობლივი მოქმედებით და კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს კოორდინაციით, გაერთიანებული შტაბის კუთვნილი A-400 ტიპის თვითმფრინავით სამაშველო-სამძებრო საკითხებში სპეციალისტი 10 კაციანი კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს  ჯგუფი და თურქეთის წითელი ნახევარმთვარის სამი თანამშრომელი მოგადიშუში გაიგზავნა. ჯანდაცვის სამინისტრომ კი თვითმფრინავით 10 ტონა მედიკამენტები და სამედიცინო მასალები ჩაიტანა.  

„ვათანი“-ს თანახმად, თურქეთის ფარმაცევტული სექტორის ცნობილი ფირმებიდან Pharmactive-მა, ახლო აღმოსავლეთის, ბალკანეთისა და აზიის ქვეყნების შემდეგ, ექსპორტი ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო. Pharmactive-ს ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნილი მედიკამენტები ევროკავშირის წევრი 10 ქვეყნის სამედიცინო ავტორიტეტებიდან ლიცენზიისა და ნებართვების აღების სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაზარზე გააქვს. ამ ქვეყნებს შორისაა გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, მალტა, პორტუგალია, ინგლისი, საფრანგეთი და უნგრეთი.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ თურქეთი ტრაქტორების გაყიდვებში რეკორდს ელოდება. გასულ წელში 71 ათასი ცალი ტრაქტორი იქნა გაყიდული, ხოლო მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. Tümosan-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ სერჰუნ ოლგუნმა ყურადღება გაამახვილა თურქული წარმოების ტრაქტორების ხარისხსა და ექსპორტზე და დაამატა, რომ განსაკუთრებით აფრიკაში ანიჭებენ უპირატესობას თურქულ პროდუქციას.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები