თურქული პრესა 13.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

826310
თურქული პრესა 13.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ „გუბერნატორთა შეხვედრაზე“ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი ყველა მხრივ ვითარდება, რაც ბევრს არ მოსწონს და ამის ყველაზე კარგი გამოხატულება თურქეთ-ამერიკას შორის წარმოქმნილი ვიზის დაძაბულობაა. ერდოღანმა ასევე დაამატა, რომ თურქეთი უკვე აღარავის საჭიროებს.  

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ადგილობრივი იარაღი ამერიკულ იარაღზე უფრო ხარისხიანია“, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა: „ამის შემდეგ ჩვენი პოლცია იარაღ Sig Sauer-ს არა გამოიყენებს. ჩვენ უკვე ამ პისტოლეტებს ან უფრო გრძელ მანძილიანებს ჩვენს ქვეყანაში ვამზადებთ. რადგანაც მათგან შესყიდვის გამო ჩვენ ვზარმაცობთ. ჩვენ ჩვენს მიერ დამზადებული გამოვიყენოთ.“ ამ განცხადების შემდეგ დაინტერესებას იწვევს ადგილობრივი პროექტები, სადაც უცხოურ სისტემების ჩანაცვლება მოხდება. მათგან ერთ-ერთია ეროვნული წარმოების შაშხანა MPT-76, რომელსაც ნატოს ყველა ტესტის ჩაბარება შეუძლია.

აშშ-ს ელჩმა, ჯონ ბასმა, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტამბოლში მდებარე ამერიკის საკონსულოს თანამშრომლის, ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წევრებთან მუდმივი კონტაქტის არსებობის თაობაზე მტკიცებულება არ უნახავს -  წერს გაზეთი „საბაჰი“. გაზეთ „საბაჰს“ ხელში ჩაუვარდა დაკავებული აგენტის FETÖ-ს წევრ ტერორისტებთან უამრავჯერ კონტაქტის დამამტკიცებელი დოკუმენტები. გაზეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სატელეფონო საუბრების მონაცემებისგან შედგება. ჩანაწერებში აღნიშნულია აგენტობის გამო დაკავებული პირი რომელ თარიღებში FETÖ-ს რომელ წევრს რამდენი წუთი ესაუბრა. ახლა კი დაინტერესებას იწვევს ამ საუბრების შინაარსი.

გაზეთი „იენი შაფაკის“ თანახმად, სპეცდანიშნულების ძალების სადაზვერვო სამუშაოების დასრულების შემდეგ პირველი შენაერთები იდლიბში გაემგზავრა. ძალების გადასროლა 23.05 საათზე დაიწყო. 8 ტანკი, 50 ჯავშანტრანსპორტიორი და 200-მდე თურქი სამხედრო სირიის კეფერ ლუსინის რეგიონში შევიდა. დაბა დარეტ იზზეში მისული კოლონის ბოლო წერტილი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ბერექათის მაღლობია. ძალთა გადასროლის დროს უსაფრთხოებისათვის ჩაბნელების მეთოდი იქნა გამოყენებული. შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატებით კოლონას მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ და ჰაერიდან დაცვის ფარს ქმნიდნენ. მოსახლეობა აღნიშნულ კოლონას ოვაციებით შეხვდა.  

და ბოლოს, გაზეთი „ვათანის“ ინფორმაციით, შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მაკედონიისა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერას გააგრძელებს. შვედეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „აღმოსავლეთ ევროპასთან, დასავლეთ ბალკანეთთან და თურქეთთან დადებული რეფორმების თანამშრომლობის შედეგების სტრატეგიის“ შეთანხმების ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას, ამგვარად რეგიონში ეკონომიკურ, დემოკრატიულ და გარემოს დაცვის კუთხით მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანას ისახავს მიზნად.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები