თურქული პრესა 10.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

823888
თურქული პრესა 10.10.2017

მიმოხილვას გაზეთ „Star-ით ვიწყებთ რომელშიც  პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: აშშ-ს, სტამბოლის საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომლის, ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-სთან კავშირის  ბრალდებით დაკავების შემდეგ, ამერიკის მხრიდან თურქეთის მოქალაქეებზე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების შემდეგ, თურქეთის, ვაშინგტონის საელჩომაც, აშშ-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თურქეთის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის  შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკამ როგორი ნაბიჯიც გადადგა, ანალოგიურად უპასუხა თურქეთმაც. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში, ამერიკის ელჩის ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან სამწუხაროა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის შემდეგ, მასზე თავდასხმები ჯერ კიდევ 2013 წლის გეზის პარკის მოვლენებით,  17-25 დეკემბრის ოპერაციებით, შემდეგ გასული წლის 15 ივლისის FETÖ-ს მხრიდან გადატრიალების მცდელობით და ბოლოს, აშშ-ს მხრიდან  თურქეთის მოქალაქეებზე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების მიუხედავად თურქეთის ეკონომიკა ზრდას მაინც განაგრძობს. აშშ-ს გადაწყვეტილებაზე თურქეთის მხრიდან შესაბამისი პასუხის გაცემის შემდეგ დოლარმა დაწევა დაიწყო.

„თურქეთის ეკონომიკის საფუძველი მყარია“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღება გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ვიცეპრემიერმა, მეჰმედ შიმშექმა და ეკონომიკის მინისტრმა, ნიჰათ ზეიბექჩიმ  ამერიკასთან ვიზის საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა სოციალური ქსელის მეშვეობით შეაფასეს და აღნიშნეს, რომ თურქეთმა ბოლო ათი წლის მანძილზე მრავალი პრობლემა გადალახა, ამიტომ ასეთ მდგომარეობის წინაშე მყარად დგომა შეუძლია.

გაზეთი „Vatan-ი იუწყება, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა სირიის ქალაქ იდლიბში შევიდნენ. მანამდე კი ამ ქალაქში „თავისუფალი სირიის არმია“ შევიდა, რომლებმაც სხვა ოპოზიციურ დაჯგუფებებთან მოლაპარაკება გამართეს და სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია  PKK-ს სირიის ფრთა PYD-ს კონტროლში მყოფი ტერიტორიები თავისუფალი სირიის არმიაზე  გადაცემაზე შეთანხმდნენ, ხოლო იდლიბ-აფრინის საზღვარი, რომელსაც ამჟამად, ასადის მომხრეები აკონტროლებენ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კონტროლში უნდა გადავიდეს.

გაზეთ „Haber Türk-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ რეგიონული მმართველობა ეკონომიკის თვალსაზრისით თურქეთზეა დამოკიდებული“ და მასში ვკითხულობთ: კომპანია Turcas Petrol-ის საბჭოს წევრმა და ყოფილმა აზერბაიჯანის ელჩმა, მეთიუ ბრაიზამ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მიერ 25 სექტემბერს ჩატარებული არაკანონიერი რეფერენდუმი შეაფასა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობა ეკონომიურად თურქეთზეა დამოკიდებული და ეს უნდა გაითვალისწინონ. მისივე თქმით, მათი ენერგო რესურსების ფულად გადაქცევის გზა მხოლოდ თურქეთზე გადის, ამიტომ გადადგმული ნაბიჯი საჭიროა კიდევ ერთხელ გაანალიზონ.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები