თურქული პრესა 03.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

819160
თურქული პრესა 03.10.2017

მიმოხილვას გაზეთ „Star“-ით ვიწყებთ, რომელშიც  თურქეთის გენშტაბის უფროსის, ირანში ვიზიტზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ირანში გამგზავრებამდე ამ ქვეყანას გენშტაბის უფროსი, ჰულუსი აქარი ეწვია და თავის ირანელ კოლეგა,  მუჰამედ ჰუსეინ ბაქირის შეხვდა რა, მათ ერთობლივი მესიჯი გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ყველა საკითხზე შეთანხმდნენ. შეთანხმებულ საკითხებს შორის ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ რეგიონში 25 სექტემბერს ჩატარებული არალეგალური რეფერენდუმი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საზღვრების უსაფრთხოება  გახლავთ.

გაზეთი  „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ავიაკომპანიებს შორის კონკურენცია საავიაციო სექტორშიც ნათლად აისახება. 2008 წლის კრიზისის შემდეგ მგზავრთა რაოდენობის შემცირებამ, ავიაკომპანიების გაკოტრებაც გამოიწვია. მსგავსი განცხადება გააკეთა გუშინ კიდევ ერთმა ბრიტანულმა ავიაკომპანია,  „Monarch Airlines“-მა. აღნიშნული კომპანიის გაკოტრებამ თურქეთის ავია კომპანიაში (THY) მგზავრების მატება გამოიწვია. მსგავსი სიტუაციაა ევროპის სხვა ავიაკომპანიაშიც. ამ ყველაფრის მიუხედავად კი თურქეთის ავიაკომპანიამ (THY) მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ახალი რეკორდი დაამყარა რა, მგზავრთა დატვირთვის დონემ 84,3%-ს მიაღწია. თურქულმა ავიაკომპანიამ გასულ თვეში ასევე განაცხადა, რომ 40 ახალი  თვითმფრინავის შესყიდვას აპირებს, რაც მის ზრდაზე მიუთითებს.

„თურქეთი, ევროპასა და აზიას შორის ხიდის როლს ასრულება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, სტამბოლში გამართულ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეათე ევროპის რეგიონალური შეხვედრის გახსნის ცერემონიალზე  სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, რომ თურქეთი, ევროპასა და აზიას შორის როგორც ცივილიზაციის ასევე კულტურული თვალსაზრისით ხიდის როლს ასრულებს.

გაზეთ „Sabah“ -ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქეთი თავდაცვის სფეროში გარე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთთინ ჯანიქლიმ ქვეითთა სამხედრო აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყების გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მაშინ როდესაც თურქეთი ანტიტერორისტულ ოპერაციებს აწარმოებს, ნატოს წევრო ზოგიერთი ქვეყანა, მათ შესაბამის იარაღებს ფულითაც არ ჰყიდიან. ამან კი, თურქეთი აიძულა თავისი თავდაცვის სისტემა შეიმუშაოს რა,  ბოლო წლებში  ამ თვალსაზრისით გადადგმულმა ნაბიჯებმა, ქვეყანა გარე დამოკიდებულებისგან მნიშვნელოვნად გაათავისუფლა.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი  საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: Moody's-მა თურქეთის საშუალო ვადიანი 5,5 %-იანი ზრდა ოპტიმისტურად შეაფასა. თურქეთის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება გამოაქვეყნა კიდევ ერთმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია,  Fitch-მაც და  აღნიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 7%-იან ზრდას განიცდის.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები