თურქული პრესა 02.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

818213
თურქული პრესა 02.10.2017

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც რ.თ. ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში ახალი საკანონმდებლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ შეკრებაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ ავტონომიაში 25 სექტემბერს ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უკანონოა, ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და ამიტომ არავინ არ სცნობს მის ლეგიტიმურობას. მისივე თქმით  ქურთული რეგიონის მმართველობის ეს ინიციატივა არავის არ მოუტანს კარგ შედეგებს, მათ შორის არც თვით ქურთებს, არც არაბებს, არც თურქმანებს და არც რეგიონში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს

Yeni Şafak-ი წერს, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ თურქეთსა და ერაყის ქურთულ ავტონომიას შორის ურთიერთობები მეტად გამწვავდა და ამჟამად ისეთ დონეს მიაღწია სიტუაციამ, რომ თურქული არმია პკკ-ას მსგავსად უკვე ქურთულ შეიარაღებულ ძალებს, ფეშმერგებსაც ტერორისტულად სცნობს და ამიტომ თუ ისინი ერაყში მოქმედ თურქულ სამხედრო ბაზებს მიუახლოვდებიან, მათი ლიკვიდაციის ბრძანება გაიცემა

Vatan-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “ოქროს დღეები ეკონომიკისათვის” და მასში ვკითხულობთ: მოსახლეობის ხელთ არსებული ოქროს “ბალიშის“ ქვეშიდან გამოღებისა და  ეკონომიკაში გამოყენების მიზნით, სახაზინო დეპარტამენტმა ახალი გეგმას მოამზადა. მისი მიხედვით, დღეს, “ოქროს ობლიგაციების“ გამოცემას დაიწყებენ და მას ოქროს სამკაულებში გაცვლიან, რითაც ჯერ ერთი ქვეყნის ეკონომიკა ახლიდან გამოცოცხლდება, მეორეს მხრივ ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები გაძლიერდება, ხოლო ამის პარალელურად კრედიტებზე და დეპოზიტებზე განაკვეთების შემცირებისადმი მიმართული ზეწოლებიც შემსუბუქდება". ზოგიერთების ვარაუდებით, თურქეთის მოსახლეობას ბალიშ ქვეშ 300 მილიარდი ლირის ღირებულების ოქროულობა გააჩნია და მისი გაცვლისათვის ხელსაყრელ მომენტს ელის რა, მთავრობაც ოქროს ობლიგაციების სახით ამ მომენტს სთავაზობს მათ

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი საავტომობილო მრეწველობის განვითარებას აშუქებს და წერს, რომ მიმდინარე წელს რეკორდით დაასრულებენ როგორც საავტომობილო პროდუქციის წარმოების, ასევე მათი ექსპორტის მხრივაც. “მიმდინარე წლის 8 თვეში თურქმა ავტომობილ მწარმოებლებმა 1 მილიონ 90 ათასი ავტომანქანა აწარმოეს, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია და აქედან 890 ათასი ექსპორტში გაიტანეს, რაც ასევე რეკორდული, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთში წარმოებული ყოველი 10 ავტომობილიდან 8 ექსპორტში გაიგზავნა“, წერს საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი

Haber Türk-ი სპორტულ გვერდზე ფრენბურთის მოყვარულებს სასიხარულო ინფორმაციას აწვდის. მისი მიხედვით ბაქოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ფრენბურთში, თურქეთის ეროვნული ნაკრების ფრენბურთელმა ქალებმა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს მასპინძელი აზერბაიჯანის ნაკრები და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ



მსგავსი ინფორმაციები