თურქული პრესა 19.09.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

809818
თურქული პრესა 19.09.2017

მიმოხილვას გაზეთ „Hürriyet“-ით ვიწყობთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია, სახელწოდებით „სტამბოლი გაეროს ცენტრი გახდეს“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ნიუ ორკში, გაეროს შტაბ-ბინის წინ „თურქული სახლი“ სახელწოდების მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაეროს რეფორმები სჭირდება. „მიმდინარე წელს რეფორმების საკითხი უნდა განიხილოს. რეფორმები თვით გაეროს სტრუქტურებშიცაა საჭირო. ჩვენ ასევე შევთავაზეთ, რომ სტამბოლი,  გაეროს ცენტრი გახდეს. ჩვენს მიერ ადამიანის ღირებულებებზე დამკვიდრებული საგარეო პოლიტიკის და დიპლომატის გაძლიერებაში ეს ცენტრი მნიშვნელოვნ წვლილს შეიტანს,“ აღნიშნა ერდოღანმა.

გაზეთ “Habertürk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია, სახელწოდებით „საზღვრის გაფრთხილება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან „22 სექტემბერს გასამართ ეროვნული უშიშროების საბჭოზე მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ“ განცხადების შემდეგ, გუშინ პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმაც ქალაქ, შანლიურფაში ერთ-ერთ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელოვნური სახელმწიფოების ჩამოყალიბების მცდელობაში მყოფნი, შესაბამის პასუხს აუცილებლად მიიღებენ. მან ამით,  ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის ხელმძღვანელობის მიერ ცალმხრივად დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებაზე მიანიშნა და თურქეთის ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება მტკიცედ დააფიქსირა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსათვის თურქეთის ეკონომიკა 5,5%-ზე მეტ ზრდას განიცდის, რაც დასაქმებასაც შეუწყობს ხელს. მან ასევე აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო, თურქეთის ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობს.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ხვალ სტამბოლში,  „Expo იეშილქოი“-ს საერთაშორისო კონგრეს და საგამოფენო ცენტრში, CNR  კვების, სასმელების, კვების პროდუქტების გადამამუშავებელი, შემნახველი და გამაგრილებელი სისტემებისა და ტექნიკის, ასევე შესაფუთი მასალებისა და ტექნიკის, სუპერმარკეტების საერთაშორისო გამოფენა იწყება, რომლის მიზანიც,  კომპანიებისთვის საერთაშორისო ბიზნეს კონტაქტების მოძიება, ახალი მომწოდებლებისა,  ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გაცნობა გახლავთ. გამოფენა 23 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში აშშ-ს, გერმანიის, ინგლისის და  საფრანგეთის ჩათვლით 45 ქვეყნიდან 500 ფირმა მიიღებს მონაწილეობას.  

გაზეთი „Yeni Şafak-ის მიხედვით თურქეთში თანამონაწილეობრივი (უპროცენტო) ბანკების მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამონაწილეობრივ ბანკთა ფილიალების რიცხვმა ათასს მიაღწია. აღნიშნულ ბანკებში 14 ათას 867 ადამიანი იქნა დასაქმებული. ამ ბანკებში მიმდინარე წლის 7 სექტემბრის მონაცემებით დაფინანსება, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით  14%-ით გაიზარდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები