თურქული პრესა 15.09.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

807953
თურქული პრესა 15.09.2017

გაზეთების მიმოხილვას „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის მოწოდებამ „ხმა არ მისცეთ მათ, ვინც არ არის თურქეთის მეგობარი“, გავლენა იქონია ასი ათასობით ადამიანზე.

გაზეთი წერს, რომ გერმანიაში ჩატარებული გამოკვლევით, ინციდენტმა დიდი შეშფოთება გამოიწვია გერმანის სოციალ დემოკრატთა და მწვანეთა პარტიებში. 24 სექტემბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების წინ, ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა  შეშფოთება გამოთქვეს, რომ თურქი წარმომავლობის ამომრჩევლებზე, უფრო დიდი გავლენა ექნება პრეზიდენტ ერდოღანს, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკოსებს. გერმანიის საარჩევნო კანონში 2000 წელში შეტანილი ცვლილებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს, რომელთა რაოდენობა უკანასკნელ 10 წელიწადში ორჯერ გაიზარდა. ვარაუდბენ, რომ ერდოღანის მოწოდებით, ასი ათასობით ადამიანი გამოიცვლის თავის მოსაზრებას.  

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლიმ, ანკარაში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დრიანთან შეხვედრის შემდეგ, გაავრცელა ერთობლივი განცხადება. ჩავუშოღლი შეეხო ერაყის ქურთულ რეგიონში 25 სექტემბრისთვის გათვალისწინებულ რეფერენდუმსაც და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი დაარღვევს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოქმნის ახალ ქაოსს. ყველა ელოდება თურქეთის ნაბიჯის გადადგმას, ამერიკაც კი. თუ საჭირო გახდება, თურქეთი არ მოერიდება ნებისმიერი ძალის გამოყენებას-თქვა ჩავუშოღლიმ. 

გაზეთ „იენი შაფაკ“-ის ცნობით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, სირიისადმი მიძღვნილ მეექვსე ტურის შეხვედრებზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ოპოზიციის კონტროლში მყოფ ქალაქ იდლიპთან დაკავშირებით. ქალაქის უსაფრთხოების დაცვას მოახდენს თურქეთი, რუსეთი და ირანის მხარდაჭერით სირიის არმია.

ასტანაში დაკონკრეტდა ის ადგილებიც, რომელიც უნდა დააკონტროლოს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა. მისი მიხედვით, წინა კვირისთვის დაგეგმილ ოპერაციაში, თურქეთის ძალოსნები ჰათაის იალადაღის და რეიჰანლის რაიონებიდან შესვლით, წინ წაიწევენ იდლიპის 35-50 კმ-ის სიღრმემდე.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ სტამბოლში ჩამოდიან თურქეთის ხიდის, პორტის, გზის და აეროპორტის პროექტებში საჯარო-კერძო პარტნიორობის გამოცდილებით სარგებლობის მოსურნე ქვეყნის წარმომადგენლები.

18-23 სექტემბერს ჩამოვა უკრაინის წარმომადგენელთა ჯგუფი. თურქი ხალხის ცხოვრების გაიოლებისთვის, ზედი-ზედ ცხოვრებაში გატარებული მეგაპროექტების ფინანსური მოდელი, მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. ევრაზიის გვირაბის, იავუზ სულთან სელიმის ხიდის, სტამბოლის ახალი აეროპორტის ჩათვლით, პორტის, საავადმყოფოს, გზის, პროექტებში, თურქეთის საჯარო-კერძო პარტნიორობის გამოცდილებით სარგებლობის მოსურნე უცხოელი ქვეყნის წარმომადგენლების სურვილია ამ ინვესტიციების ადგილზე ნახვა და ფინანსური მოდელის შესახებ ინფორმაციის მიღება.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ ბეშიქთაშის კლუბში მოთამაშე პორტუგალიელმა გამოცდილმა ფეხბურთელმა პეპემ,  ინტერვიუ მისცა სპორ-TV-ის და აღნიშნა, რომ თურქეთში ჩამოსვლის შემდეგ, მეტად პოზიტიური იდეები შეექმნა თურქეთზე. ადამიანები ყოველთვის აოცებენ მას და ყველა დაუჯერებლად მეგობრული განწყობილებისაა. „ჩემი თვალით რომ არ მენახა, ამას ნამდვილად არ დავიჯერებდი“-თქვა გამოცდილმა ფეხბურთელმა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები