თურქული პრესა 14.09.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

806852
თურქული პრესა 14.09.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ ერდოღანის, მუნიციპალიტეტის თავჯდომარეებთან მოხსენების შესახებ, სადაც ყურადღება გაამახვილა რუსეთისგან S-400 სარაკეტო სისტემის შესყიდვაზე. ერდოღანის ცნობით, როცა შეიტყვეს შეთანხმებაზე ხელის მოწერა, გადაირივნენ.   აბა რა ეგონათ, მათ ხომ არ დავუცდიდით? ჩვენ თვითონაც შეგვიძლია მივხედოთ ჩვენს თავს. ვიზრუნოთ უსაფრთხოების დაცვაზე.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით,  ჟურნალ „ფორენ“-ის (საგარეო პოლიტიკა) გავრცელებული იდეით, აშშ-მა, სირიის სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაცია დეაშის ფრთად წოდებული YPG-ს და მსგავსი ტერ-ორგანიზაციებისთვის გააგზავნა 700 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი.  5 წელიწადში მოსალოდნელია ამ რიცხვის 2.2 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. გამოთქმული იდეით პენტაგონმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ყოფილი იარაღების, აღმოსავლეთ ბლოკის კრიმინალური ორგანიზაციებთან დაკავშირებული კომპანიებისგან ჩამორთმევით, შეიტანა ინვენტარში, ეს ინციდენტი დაუმალა საერთაშორისო ზედამხედველობას და მტკიცებულებებიც  გააქრო.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, თურქეთის ავიო კომპანიამ ჩაატარა ახალი სასწავლო საფრენი ცენტრის გახსნითი ცერემონია, სადაც სიურპრიზულმა მოვლენამ იჩინა თავი. ტესტირებულ იქნა ჰაველსანის (HAVELSAN) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული თურქეთის პირველი ეროვნული სამოქალაქო საფრენი სიმულატორი. თურქული ავიოხაზების აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარის ილქერ აიჯის ცნობით, სიმულატორი პროტოტიპს წარმოადგენს და ახლო ხანებში გადავლენ სერიულ წარმოებაზე.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ უკვე თურქეთშია ჰერაკლეს  სარკოფაგი, რომელიც ანტალიის აქსუს რაიონის ანტიკურ ქალაქ პერგაში, 50 წლის წინ, უკანონო გათხრების დროს გაიტანეს საზღვარგარეთ. შვეიცარიის საბაჟოში დაფიქსირებული ექსპონანტის თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს უფლებამოსილებისთვის გადაცემა მოხდა ჟენევაში.

შეფუთვის და დალუქვის შემდეგ, სარკოფაგი სატრანსპორტო გზით იქნა გადატანილი ციურიხში. თურქეთის ავიო ხაზების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავით სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან გადატანილ იქნება ანტალიის მუზეუმში.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს უეფას ჩემპიონატთა ლიგაში მოთამაშე ბეშიქთაშის წარმატებაზე, რომელმაც 3-1 მოუგო პორტოს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები