თურქული პრესა 08.09.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

803375
თურქული პრესა 08.09.2017

მიმოხილვას გაზეთ „Sabah“-ით ვიწყებთ, რომელშიც ერდოღანის ტაჯიკეთის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტაჯიკეთის პრეზიდენტ, იმამალი რაჰმანს ტელეფონით ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს თურქეთ-ტაჯიკეთის ურთიერთობებზე და მიანმარში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილეს ყურადღება, რა არაკანელი მუსლიმანებისთვის ერთობლივად მოქმედებაზე შეთანხმდნენ.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანმა თურქეთის დელეგაციასთან ერთად, არაკანელი მუსლიმანები, რომლებიც ბანგლადეშს აფარებენ თავს, მოინახულა და იქ არსებული მდგომარეობა შეაფასა რა,  იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ამ პრობლემას გადახედავს და მალე მოგვარდება. ემინე ერდოღანმა გუშინ მიანმარში ასევე თურქეთიდან ჩატანილი დახმარებაც გადასცა იქ მყოფებს.

ისევ გაზეთ „Star“-ში ასეთი სახელწოდების სტატიას ვკითხულობთ: „ბერლინის გამაღიზიანებელი სურათი“, რომელშიც წერია: „გერმანიის დემოკრატიული კავშირი“ სახელწოდების ორგანიზაციამ, რომელიც გერმანიაში მცხოვრები მიგრანტებითაა დაკომპლექტებული, 24 სექტემბერს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ, ერდოღანის სიტყვებით და პორტრეტით სპეციალური საარჩევნო აფიშები მოამზადეს. აფიშებზე წერია: „თურქეთის მეგობრებს დაუჭირეთ მხარი, არჩევნებშიც მათ მიეცით ხმა.“ აფიშები ძირითადად იმ ქუჩებზეა გაკრული, სადაც უმრავლესობა ეთნიკური თურქები ცხოვრობენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი საფრანგეთის პრეზიდენტის თურქეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქეთ-ევროკავშირს შორის არსებული კრიზისი შეაფასა და განაცხადა, რომ იგი, ამ კრიზისი მომხრე არ არის, რადგან თურქეთის მხარდაჭერით მრავალი პრობლემის მნიშვნელოვანწილად მოგვარება შესძლეს, მათ შორის მიგრანტების საკითხში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაკრონმა ამის შესახებ, ათენში განსახორციელებელი ვიზიტის წინ, ბერძნულ გაზეთ, „კათიმერინ“-თან მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მუდმივ კავშირში არიან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ იტალიის ქალაქ,  მილანში 2014 წელს „Salvi Cavi“ სახელწოდების სპეციალური დიზაინის კაბელების მწარმოებელი ფაბრიკა ახალი სახელით, „Borsan Cavi“-თ თურქეთის ქალა, სამსუნში  გადმოდის. აღნიშნული ფაბრიკის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლოსათვის სერიულ წარმოების დაწყებას აპირებს. წერს გაზეთი „Yeni Şafak“-ი.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები