07.08.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

802716
07.08.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის განცხადების შესახებ, რომელიც მან წარმოთქვა გერმანიის, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოთქმული სიტყვების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ „თუ ევროკავშირთან თურქეთის ამჟამინდელ  ურთიერთობასაც ვერ ინელებთ, გამოდით თქვით აშკარად და გააკეთეთ რაც საჭიროა“. ერდოღანმა აღნიშნა, რომ გერმანიას თვითონაც ვერ აუტანია, რომ თურქეთთან შეურიგებელი დაპირისპირება, მათი არჩევნების მთავარ თემად გადაქცეულა. დღე და ღამე თურქეთისა და მისი პარტიის შესახებ პოლიტიკის წარმართვა არაფერს მოუტანს ევროკავშირს. საინტერესოა, არჩევნები გერმანიაში ტარდება თუ თურქეთში? „თქვენ, თქვენს საქმეს მიხედეთ, ჩაატარეთ არჩევნები და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არა აქვს მას არავითარი მნიშვნელობა თურქეთისთვის“-თქვა ერდოღანმა.  

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაკის შეხვედრას ბულგარეთის პრემიერ ბოიკო ბორისოვთან და ენერგეტიკის მინისტრთან თემენუზკა პეტკოვასთან. გაზეთი წერს, რომ განიხილა ორ სახელმწიფოს შორის ენერგო თანამშრომლობა. პირისპირი შეხვედრის შემდეგ, წარმომადგენელთა ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.

ორივე მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობაზე.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების დასასვენებლად თურქეთში ჩამოსვლისას დახარჯულ თანხას დიდი წვლილი შეაქვს თურქეთის ეკონომაში.   თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TURKSTAT) მონაცემებით, უცხოეთში მცხოვრებმა თურქებმა, 2012 წლიდან, მიმდინარე წლის ივლისამდე,  ე.ი დაახლოებით 5,5 წელიწადში,  30,5 მილიონჯერ მოინახულეს თურქეთი და დახარჯეს დაახლოებით 33,2 მილიარდი დოლარი.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, 90 წლის ასაკში, გარდაიცვალა თურქული სოციოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, პროფ. შერიფ მარდინი, რომელიც, კარგა ხანია მკურნალობდა სტამბოლში. დაკრძალვა მოხდება მარდინში, ენიქოუს მეჩეთში ნამაზის შემდეგ.  

გაზეთი „ვათან“-ი წერს სპორტის შესახებ და მთავარ ყურადღებას ამახვილებს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, მსოფლიო ვარსკვლავების ჭიდაობის ჩემპიონატზე, სადაც ბერძნულენოვანი სტილის 85 კგ წონით კატეგორიაში, ეროვნულმა მოჭიდავემ მუჰამედ ფურქან დურსუნმა 5-3 სძლია თავის რუს მეტოქეს მუჰამედ ევლოევს და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩემპიონს, გამარჯვება მიულოცა -პრემიერმა რ.თ. ერდოღანმა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები