თურქული პრესა 22.08.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

794453
თურქული პრესა 22.08.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორგანიზაციების წინააღმდეგ ირანთან ერთობლივი ოპერაციის ჩატარება ყოველთვის დღის წესრიგშია. იორდანიაში გამგზავრებამდე ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და დასძინა, რომ ირანის გაერთიანებული შტაბის მეთაურ მუჰამედ ბაქირისთან თურქეთში ვიზიტის დროს სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციაზე საუბარზე მიუთითა. 9 წლის პაუზის შემდეგ იორდანიაში ჩასულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა მეფე აბდულა მეორესთან პირისპირი შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ თურქეთი და იორდანია ის ორი ქვეყანაა, რომლებზეც პირდაპირ გავლენას ახდენს რეგიონალური კრიზისები.

გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი სინგაპურ-თურქეთის საქმიან ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქმოსნებისთვის, ინვესტორებისთვის სანდოობა და პროგნოზორებადობა მნიშვნელოვანია. მან ასევე მონაწილეობა მიიღო რიგით 41-ე კონფერცია “Singapore Lecture”-ში სადაც აღნიშნა: „თურქეთის მთავარი საგარეო პოლიტიკის ღერძი დღესაც აქტუალურია. საბაჟო კავშირის განახლებით სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებას ვგეგმავთ და ვვარაუდობთ, რომ წარმატებული ვიქნებით.“

სინგაპურის პრემიერმა ლი სიენ ლონგმა და პრემიერმა ილდირმმა დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც პრემიერმა ლონგმა სინგაპურსა და თურქეთს შორის ურთიერთობების მუდმივად განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხებით ორივე მხარე ისარგებლებს და იგი ორ ქვეყანს შორის დადებული ერთ-ერთი ისტორიული შეთანხმებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ხვალ ერაყში გაემგზავრება და ვიზიტის ფარგლებში ბაღდადსა და ერბილში შეხვედრებს ჩაატარებს  - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. გაზეთის ცნობით, ვიზიტის დროს ჩავუშოღლუ თურქეთ-ერაყის ურთიერთობების თემას განიხილავს და იგი შეხვედრებს გამართავს ერაყის პრეზიდენტ ფუად მასუმთან, პრემიერ ჰაიდარ იბადისთან, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე სელიმ ჯუბურისთან, საგარეო საქმეთა მინისტრს იბრაიმ ჯაფერთან და ერაყის თურქმენ პოლიტიკოსებთან.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, მალათიის კულტურისა და ტურიზმის სამმართველომ საფრანგეთის დედაქალ პარიზში ლუვრის მუზეუმში გამოფენილი და მალათიიდან 7 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე არსლანთეპე ჰოიუღუდან 1891 წელს წაღებული რელიეფის „ირემზე ნადირობა“ დასაბრუნებლად სამუშაოები დაიწყო. მალათიის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს დირექტორმა ლევენთ ისქენდეროღლუმ განაცხადა: „ცხენზე ამხედრებული ხეთების მეფე მარადას მიერ ირემზე ნადირობის გამოსახულებიანი რელიეფი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქმნილებაა. სამინისტროსთან წარმოებული მოლაპარაკების შედეგად წერილები მოვამზადეთ. მომზადებელი საქმე გუბერნატორის ხელმოწერით კულტურისა და ტურიზმის სამინსიტროს გასულ კვირაში გავუგზავნეთ. ამით პირველი ნაბიჯი გადავდგით ამ ქმნილების ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში დასაბრუნებლად.“

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, საფრანგეთის ქალაქ პარიზში გამართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 85 კილოგრამი წონით კატეგორიაში ფინალში თურქმა მოჭიდავემ მეთეჰან ბაშარმა გერმანელი მეტოქე დენის კუდლა 2-1 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. თურქ სპორტსმენს გამარჯვება პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მიულოცა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები