17.08.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

791649
17.08.2017თურქული პრესა

თურქული გაზეთების მიმოხილვას „ვათან”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, ირანის გენ-შტაბის უფროსი მუჰამედ ბაქირი, მიიღო პრეზიდენტის სასახლეში. ანკარის ვიზიტის ფარგლებში, ბაქირის, შეხვედრა ჰქონდა თავდაცვის მინისტრ ნურედინ ჯანიკლისთან და ეროვნული დაზვრევის სამსახურის უფროსთან ჰაქან ფიდანთან. ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების გარდა განიხილა სირიის ჩათვლით, რეგიონში განვითარებული მოვლენები, ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-ირანის საზღვარზე უსაფრთხოების მიზნით გაშენებული კედლის საკითხები.

 გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, ერთდღიანი ვიზიტით, 21 აგვისტოს, მიემგზავრება იორდანიაში.

შეხვდება მეფე აბდულაჰ მეორეს და ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განიხილება სირიას, ერაყსა და პალესტინაში განვითარებული მოვლენები.
გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ 2016 წლის 15 აგვისტოს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას,  ფეტოს ტერ-ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) ე.წ საჰაერო ძალების დეზერტირი იმამის, ადილ ოქსუზუს, გერმანიაში გამოჩენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თურქეთმა ნოტა მისცა გერმანიას და მოითხოვა ინფორმაციის გამოკვლევა. დაზუსტების შემთხვევაში კი, დამნაშავის თურქეთისთვის ექსტრადაცია. საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლის განცხადებით, ფეტოს დეზერტირი იმამის ადილ ოქსუზის გერმანიაში ყოფნის და მისი ადგილ-მდებარეობის შესახებ, ზოგიერთი ინფორმაციების მიღების შემდეგ მისცა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა.

გაზეთი „ჰაბრერ თურქ“-ი წერს, რომ პრემიერმა ბინალი ილდირიმმა, ჩანქაიას რეზიდენციაში მიიღო ევროკავშირის მორიგი თანა-თავჯდომარე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ჟური რატასი. შეხვედრის შემდეგ, ორივე პრემიერმა, პრეს-კონფერენცია გამართა ჟურნალისტებთან. ილდირიმმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სირიელი ლტოლვილებისთვის გამოყოფილი სამი მილიარდი ევროს 800 მილიონი ნაწილი მიიღეს. დარჩენილი ნაწილის მიცემის დაჩქარებისთვის მხარდაჭერა მოსთხოვა ევროკავშირის მორიგ თანა-თავჯდომარეს.

გაზეთი ჰურრიეთ“-ი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკის სფეროში პასუხისმგებელი უფროსის მოადგილის ჯევდეთ ილმაზის სიტყვებზე. მისი თქმით 15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა ეკონომიკაში, მაგრამ მას საკმარისად არ მიიჩნევენ. თურქეთს ესაჭიროება ახალი გარღვევა. მიზანია თურქეთის შეყვანა მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოების რიგებში. ამისათვის საჭიროა ყველა სფეროში, უფრო ხარისხიანი პოლიტიკების წარმართვა.  უკვე საკმარისი აღარ არის მაკრო პოლიტიკები, ამის შემდეგ უფრო მეტ სამუშაოებს ჩაატარებენ მიკრო საკითხებში.



მსგავსი ინფორმაციები