თურქული პრესა 14.08.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

789442
თურქული პრესა 14.08.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ AKŞAM -ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 1 წელი შესრულდა თურქეთში აქტივების ფონდის შექმნიდან, რამაც მთელი მსოფლიოს ინვესტორების ყურადღება მიიპყრო და ისინი ამ ფონდის აქტივების შესყიდვის რიგებში ჩადგნენ. ამ აქტივებში შედის ცხრამდე ქვეყნის ფინანსური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, ტელეკომ-ტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის და კვების სექტორის წარმომადგენელი 14 უდიდესი კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება 40 მილიარდი დოლარია და ამიტომ ეს ფონდი მსოფლიოს 20 უდიდესი კომპანიის სიაში  შედის  

“თურქეთმა ექსპორტში რეკორდი დაამყარა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას STAR-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ ივლისის თვეში თურქეთმა ექსპორტში რეკორდი დაამყარა და ამით წლის პირველ ნახევარში მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ 20 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავა. “ჩვენი უახლოესი მიზანია მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 10 ქვეყნის, ხოლო ევროპაში კი ყველაზე განვითარებული 3 ქვეყნის სიაში შესვლა და მჯერა, რომ ღმერთის წყალობით ამას მივაღწევთ“, ხაზგასმით განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, წერს სტარი

VATAN-ის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ თურქმა ინჟინრებმა დააჩქარეს ეროვნული თანამგზავრის შექმნის სამუშაოები და ამ მიზნით 33 ინჟინერმა 354 თანამშრომლის დახმარებით დაიწყო თურქული თანამგზავრის წარმოება, რომლის დამზადება 600 მილიონი ლირა დაჯდება. თუ სამუშაოების ტემპი არ შენელდება, მაშინ, 4 ტონის სიმძიმის ეს თურქული სატელიტური თანამგზავრი 2019 წელს შეიძლება ორბიტაზე გაიგზავნოს, რითაც გაუმჯობესდება არა მხოლოდ რადიო სატელევიზიო თუ საინტერნეტო სამუშაოები, არამედ მათი მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება და სანდოობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება

YENİ ŞAFAK-ის მიხედვით თურქეთში დღითიდღე იზრდება ინტერესი განახლებადი ენერგიისადმი და მის ფარგლებში ინვესტიციებიც იზრდება მზის და ქარის ენერგიებში. თურქეთის განახლებადი ენერგიის სამმართველოს ცნობით, თურქეთს, 10 ათასი მეგავატის ზღვის და 38 ათასი მეგავატი ხმელეთის, მთლიანობაში 48 ათასი მეგავატის სიმძლავრის ტექნო ეკონომიკური ქარის ენერგიის პოტენციალი გააჩნია

VATAN-ი ეკონომიკურ გვერდზე მკითხველს ახარებს და წერს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors"-მა (S&P), თურქული Telekom-ის საკრედიტო რეიტინგის დონე ასწია რა, საინვესტიციო კლასში, "BBB-"-ში გადაიყვანა, ე.ი. ამ შეფასებით თურქული ტელეკომი უცხოელი ინვესტიციებისათვის მიმზიდველი გახდა. Standard & Poors"-ის ასეთი შეფასების მიცემის მიზეზი თურქული კავშირგაბმულობის კომპანიის ძლიერი მომგებიანობა და ზრდა გახდა, აღნიშნავს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები