თურქული პრესა 07.08.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

784974
თურქული პრესა 07.08.1017

მიმოხილვას გაზეთ „Habertürk“-ით ვიწყებთ, რომლის თანახმადაც,  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავშოღლუმ ფილიპინების დედაქალაქ,  მანილაში 50-ე სამხრეთ აზიის ქვეყნების კავშირის შეხვედრას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თურქეთი, სამხრეთ აზიის ქვეყნების კავშირის დიალოგის მონაწილე გახდა. მოსივე თქმით სამომავლოდ, თურქეთი რეგიონის ქვეყნებთან ყველ სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს.

„სამხრეთ-აღმოსავლეთში დიდი ცვლილებები“ ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში  და მასში ვკითხულობთ: სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-მ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს თხრილების და ნგრევით დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ ამ ტერიტორიების ტერორისტებიდან გაწმენდის შემდეგ, რეგიონში ინვესტიციებმა საგრძნობლად იმატა. პკკ-ს მიერ განადგურებულმა ქალაქებმა ინვესტიციების საფუძველზე თანამედროვე ქალაქების ფორმა მიიღო. აღნიშნულ რეგიონში ახალი სკოლები, საავადმყოფოები და მრავალი გასართობი პარკებიც აშენდა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეთ არსლანმა, სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ ათათურქის სახელობის აეროპორტის ბედთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა,  რომ იქ საგამოფენო სტენდი გაიხსნება.

გაზეთ „Hürriyet“-ში ყურადღებას იპყრობს სტატის სახელწოდებით „სახლში დაბრუნების თერაპია“ და მასში ვკითხულობთ. ევფრატის ფარის ოპერაციის შედეგად დეაშისგან გათავისუფლებულ ქალაქ ელ-ბაბში, ჯრაბლუსში და აზეზში ადგილობრივების დაბრუნება გრძელდება. მათ, ახლი ცხოვრების ადაპტაციისათვის, თურქეთის საოჯახო და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ექსპერტები ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.  

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის ტურისტული ქალაქიდან მუღლას, ბოდრუმის რაიონი კიდევ ერთხელ  მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენების, პოლიტიკოსების, მსახიობების და სხვა ფენის წარმომადგენლებისთვის მიმზიდველი გახდა. რაიონს ბოლო პერიოდში უკრაინელი ბიზნესმენი ალექსანდრ იაროსლავსკი, მექსიკელი ბიზნესმენი რიკარდო სალინას პლიეგო, დანიის სამეფო სასახლის წევრები, ბრიტანელი მოდელი კეიტ მოსი, ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმა და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები