თურქული პრესა 03.08.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

782964
თურქული პრესა 03.08.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის თავმჯდომარეობით გამართულ უმაღლესი სამხედრო საბჭოზე შეხვედრაზე გაერთიანებული შტაბის მეთაურის, არმიის გენერლის, ჰულუსი აქარის მდგომარეობა, რომელსაც მოვალეობის შესრულების ვადა 2019 წელში ეწურება, არ შეცვლილა. არმიის გენერალი იაშარ გიულერი ჟანდარმერიის სარდლობიდან სახმელეთო ძალების სარდლობაში გადაიყვანეს. ვიცე ადმირალი  ადნან ოზბალი საზღვაო ძალების, არმიის გენერალი ჰასან ქუჩუქაქიუზი საჰაერო ძალების სარდალი გახდა. 6 გენერალი და ადმირალი ,ასევე 61 პოლკოვნიკი დაწინაურდა.

თურქეთის ეკონომიკაში სანდოობა Eximbank-ის სამ კრიტიკულ ხელმოწერაზე აისახა - წერს გაზეთი „საბაჰი“. სტატიის მიხედვით, ბანკმა, რომელმაც ჩინეთიდან 200 მილიონი დოლარის კრედიტი აიღო, ლონდონში კი 635 მილიონი დოლარს ხელი მოაწერა, გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაამყარა. ბანკმა, ივლისში ვადა ამოწურული  სინდიცირებული კრედიტი 110%-ით განაახლა. კრედიტში მონაწილეობა მიიღეს ევროპიდან 9, შორეული აღმოსავლეთიდან 8,  თურქეთიდან 4 და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2-მა, მთლიანობაში 23-მა ბანკმა და საფინანსო ორგანიზაციამ. ამასთანავე 4 ბანკი თურქული Eximbank-ის ევროს სინდიცირებაში პირველად ჩაერთო.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთმა, სადაც 2000-იანი წლებიდან სათევზე მეურნეობაში დიდი წინსვლა მოხდა, ბოლო წლებში ინვესტიციები გაზარდა და ნორვეგიის შემდეგ მსოფლოში რიგით მეორე გახდა. 1 მილიონი ტონა წარმოებით ევროპაში პირველ ადგილზე მყოფი ნორვეგიის შემდეგ 260 ათასი ტონით თურქეთია მეორეა. აქ 160 ათას ტონა ზღვის თევზს და 100 ათას ტონა კალმახს აწარმოებენ. საბერძნეთმა კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

„იენი შაფაკი“-ს თანახმად, 54-ე საერთაშორისო ანტალიის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ელია სულეიმანი გახდა. ევროპის მრავალ ფესტივალზე დაჯილდოებული პალესტინელი რეჟისორი, კანის კინოფესტივალის თაოსნობით, მრავალი ფესტივალის ჟიურის წევრი გახლდათ. ანტალიის კინოფესტივალი 21-27 ოქტომბერს ჩატარდება.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, რომელმა ფათიჰ ტერიმი თანამდებობიდან გაუშვა, ეროვნული ნაკრების სათავეში დასანიშნი ტექნიკური მწვრთნელი აირჩია. შენოლ გუნეშთან მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ ყურადღება მირჩეა ლუჩესკუზე შეაჩერეს, რომლის დროსაც გალათასარაიმ და ბეშიქთაშმა ჩემპიონობა მოიპოვეს. ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენი გუშინ რუმინეთში გაემგზავრა და გამოცდილ ტექნიკურ მწვრთნელს 2+1 წლით შეუთანხმდა. ხვალ ხელმოწერები ოფიციალურად გაფორმდება და ლუჩესკუ მოვალეობის შესრულებას დაიწყებს.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები