თურქული პრესა 25.07.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

777065
თურქული პრესა 25.07.1017

მიმოხილვას გაზეთ „Star“-ით ვიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ისლამური სამყაროს მუდმივი ერთიანობა აუცილებელია“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა საუდის არაბეთში, ქუვეითში და კატარში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „სტაბილურობისა და ურთიერთ ნდობის აღდგენის გზაზე  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ, ვალდებული ვართ დანგრეული ხელმეორედ ავაშენოთ. კრიტიკულ პერიოდში განხორციელებული ეს ვიზიტი წარმატებით ჩაიარა. ისლამური სამყაროს მუდმივი ერთიანობა აუცილებელია, მის დანაწევრებაზე და ურთიერთსაწინააღმდეგო მუქარებს არ შევეგუებით. ჩვენ, ჩვენი აზრები ნათლად გამოვხატეთ,“ განაცხადა ერდოღანმა, წერს გაზეთი სტარი.

„მესჯიდი აქსა ჩვენი თვალის ჩინია“ ასეთ სტატიას ავრცელებს გაზეთი „Habertürk“-ი და მასში ვკითხულობთ: სპარსეთის ყურის ქვეყნების ვიზიტიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა ვიზიტის შეფასების დროს ისრაელის მხრიდან მესჯიდი აქსას მიმართ განხორციელებული არასამართლიანი ქმედებები გააკრიტიკა და აღნიშნა: „სალოცავად მისული მუსლიმების ტერორისტებთან გაიგივება უგუნურებაა. ისრაელის ამგვარი ქმედებები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთლიანად რეგიონს აყენებს ზიანს. მესჯიდი აქსა ყველა მუსლიმის თვალის ჩინია. ჩვენ, ჩვენი სიწმინდეების ფეხქვეშ გათელვაზე მდუმარედ ვერ ვიქნებით.“

გაზეთი „Sabah“-ი გუშინ გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: ახალი მინისტრთა საბჭოს  პირველი შეხვედრა, გუშინ პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის თანათავჯდომარეობით ჩანქაიას სასახლეში გაიმართა რა, ახალი მთავრობის პრეს სპიკერად ვიცეპრემიერი ბექირ ბიზდაღი დაინიშნა. მან გუშინ მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს, ისრაელის მხრიდან მესჯიდი აქსას მიმართულებით განხორციელებული არასამართლიანი ქმედებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისრაელი ვალდებულია, მესჯდი აქსას სიწმინდეს-ისტორიულ წარსულს პატივი სცეს და დაიცვას.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ განახლებადი წარმოების სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადამდგმელი თურქეთი, მზის ენერგიის წარმოების შემდეგ, ქარის ენერგიის სფეროშიც მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად ემზადება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 1000 მეგაბაიტიანი  ქარის ენერგიის ობიექტის მშენებლობის აუქციონს, მიმდინარე კვირის ხუთშაბათ დღეს გამართავს. აუქციონზე კი განაცხადები მსოფლიოს წამყვანმა ფირმებმა უკვე შეიტანა. აუქციონში გამარჯვებულ ფირმას 65%-ი ადგილობრივი წარმოების ქარის ტურბინების წარმოება დაევალება.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ აშშ-ს მხრიდან ფრენების დროს დაწესებული ელექტრონული მოწყობილობების აკრძალვის გაუქმების შემდეგ, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში 10 დეტექტორი უკვე დამონტაჟდა. აღნიშნულ დეტექტორებში კონტროლის გამვლელებს, აპარატი რენტგენის  მსგავსად  აშუქებს. აპარატი ადამიანის სხეულზე არსებულ ყველა წვრილმანს დეტალურად აღნიშნავს. ახალი დეტექტორები სტამბოლის გარდა ანკარის და იზმირის აეროპორტებშიც იქნა განთავსებული.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები