თურქული პრესა 24.07.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

776275
თურქული პრესა 24.07.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთში დაპატიმრებული გერმანელი ჟურნალისტებისა და მისიონერების გამო, რომლებსაც ანკარა არალეგალურ, ჯაშუშურ და ანტი თურქულ საქმიანობაში სდებს ბრალს და გერმანიაში თავშეფარებული პკკ-ას და ფეტოს ტერორისტების გამო, რომლების ექსტრადაციას არ ახდენს ბერლინი, გერმანია-თურქეთს შორის დაძაბულობა გაიზარდა, რასაც დაემატა გერმანული მხარის ტყუილიც, თითქოს და თურქეთში გერმანულ ფირმებს შეზღუდვები ჰქონდეთ ან მათ წინააღმდეგ სარჩელები იყოს გახსნილი, რასაც წმინდა წყლის ტყუილი უწოდა ერდოღანმა. აი ამ ტყუილების არ დაიჯერეს თურქეთში მოქმედმა უცხოურმა ფირმებმა, რომლებიც აგრძელებენ აქტიურ მოღვაწეობას და არ ეგებიან დასავლეთის პროვოკაციულ ანკესზე. ამავე სტატიით, დღესდღეობით თურქეთში 56 ათასი უცხოური და 28 ათასი პარტნიორული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა 40 წლიანმა საერთო ინვესტიციამ 700 მილიარდ ლირას გადააჭარბა    

Star-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “გერმანელი ტურისტები თურქეთის გარეშე ვერ ძლებენ“ და მასში ვკითხულობთ: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის ანტი თურქულმა და პროვოკაციულმა განცხადებებმა ნაყოფი არ გამოიღეს და გერმანელი ტურისტები დასასვენებლად კვლავ თურქეთის კურორტებს ირჩევენ. როგორც განაცხადა გერმანიის ერთ ერთი ყველაზე უდიდესი სამოგზაურო ტურ ოპერატორის, ჯგუფ  FTI-ის გენერალურმა დირექტორმა რალფ შილლერმა, ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი კრიზისის მიუხედავად, თურქეთში გაყიდულ საგზურთა რაოდენობაში და დაჯავშნულ ადგილებში რაიმე ცვლილება არ მომხდარა რა, არც ახლანდელ გაყიდვებში შეიმჩნევა რაიმე ნაკლებობა

HaberTürk-ის მიხედვით, ფამუქკალეში ჩამოსულ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს ძალიან იზიდავთ ანტიკური აუზი, რომელიც წარმოიქმნა 629 წელს, აქ მომხდარი მიწისძვრის დროს კოლონების დანგრევისა და მათ შორის თერმული წყლის დაგროვების შედეგად. აქ ზამთარშიც კი თერმული წყლის ტემპერატურა + 36 გრადუსს აჭარბებს და ამიტომ ზამთრობითაც ათასობით ვიზიტიორი ჰყავს. ტრავერტინებით განთქმული ეს ქალაქი UNESCO-ს მხრიდან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სიაშია შეყვანილი, ხოლო მისი ეს ხსენებული აუზი კი მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე უძველეს აუზად ითვლება, აღნიშნავს ჰაბერთურქი

“მხედველობა დაქვეითებულს ელექტრო ჟილეტი ცხოვრებას გაუადვილებს“, ასეთი სახელწოდების სტატიას ანთავსებს Yeni Şafak-ი, რომელშიც წერია: კონიაში მცხოვრებმა ელექტრონიკის ინჟინერმა ალი ბაშფინარმა ელექტრო ჟილეტი მოიგონა, რომელსაც მხედველობა დაქვეითებულები თუ გაიკეთებენ, რაიმე დაბრკოლების შემთხვევაში ეს ჟილეტი ვიბრაციის დაწყებით წინასწარ შეატყობინებს მათ ამ დაბრკოლების შესახებ. “ბამბისგან დამზადებული ეს ჟილეტი 500 გრამამდე იწონის და ამიტომ მისი ტარება რაიმე სირთულეს არ წარმოქმნის. მასზე სათვალე, პატარა კომპიუტერი და კიდევ 240 ცალი პატარა ვიბრაციული ძრავა არის დამონტაჟებული. სათვალეში ჩამონტაჟებული კამერებიდან მიღებულ სიგნალებს ვიბრაციული ძრავები კომპიუტერს გადასცემენ და ეს უკანასკნელი დაბრკოლების მანძილს წინასწარ გამოიანგარიშებს რა, ასე გააფრთხილებს მხედველობა დაქვეითებულებს“, განაცხადა ბაშფინარმა, წერს იენი შაფაკი  

Vatan-ი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ სამსუნში გრძელდება სმენა დაქვეითებულთა მსოფლიო ოლიმპიადა, რომლის ფარგლებში თურქეთის მამაკაცთა ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გასვლის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ირანის ნაკრები იქნება

 



მსგავსი ინფორმაციები