21.07.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

775022
21.07.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „სტარ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც  პრეზიდენტი ერდოღანი, ისრაელის, პალესტინის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეხვდა პალესტინის სახელმწიფო ლიდერს მაჰმუდ აბბასს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის, იერუსალიმის ჩათვლით, ულებების დარღვევის თანდათან ზრდა შემაშფოთებელია. 

მესჯიდი აქსაში შესვლისთვის შეზღუდვების შემოღება კი, მიუღებელია.  იერუსალიმის და ჰარემი შერიფის სიწმინდის დაცვა მნიშვნელოვანია მთელი ისლამური სამყაროსთვის“-თქვა ერდოღანმა.

გაზეთი „საბაჰ“-ი ასე ასათაურებს სტატიას“ “ტერორისტებისთვის შემწეობის გამწევი ორპირი გერმანია“ გერმანიის, პკკას და ფეტოს ტერორისტებისთვის შემწეობის გაწევით, თურქეთ-გერმანიას შორის დაწყებული დაძაბულობა გრძელდება.  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღინიშნა, რომ თურქეთის წინააღმდეგ ტერ-აქტების ჩამდენ ტერ-ორგანიზაციებზე, რომლებიც გერმანიას აფარებენ თავს, თვალს ხუჭავს ხელისუფლება. გარდა ამისა მოითხოვენ სახელმწიფოში ტერორისტული დანაშაულისთვის მეთვალყურეობაში აყვანილი ან კიდევ დაკავებული პირების განთავისუფლებას. ურთიერთობების წარმართვა არ შეიძლება შანტაჟით და მუქარით, აღინიშნა განცხადებაში.

გაზეთი „შაფაკ“-ი წერს პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმის სიტყვების შესახებ, სადაც ნათქვამია:-დიდი მცდელობის შემდეგ მეორედ, გაეროს  კეთილი მისიის ფარგლებში ჩატარებულ კვიპროსის კონფერენციაზე,  რომელმაც არ გამოიღო დადებითი შედეგი, გაირკვა, რომ ბერძნული მხარე არ არის მზად საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის. კვიპროსის სამშვიდობო მოძრაობის 43-ე წლისთავზე მოხსენებით გამოსულმა ბინალი ილდირიმმა, გამოკვეთა, რომ სამშვიდობო მოძრაობა ეს იყო გადამწყვეტი და იგი განხორციელდა თურქეთის, საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული უფლებების და ვალდებულებების ფარგლებში.  ამ მოძრაობის შედეგად მოხდა კუნძულზე მოვლენების განმუხტვა. ხოლო იმისათვის, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი რამ, შესძლო მისი უზრუნველმყოფი გარანტიისთვის მიღწევა.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ საერთაშორისო აუდიტორული ფირმის PwC-ს მომზადებულ საანგარიშო მოხსენებაში ზოგიერთი ქვეყნების მსყიდველობითი უნარის ფარგლებში, მთლიანი შიდა პროდუქტისთვის გამოითქვა 2050 წლის პროგნოზი და აღინიშნა, რომ 32 სახელმწიფოს ხელში იქნება მსოფლიოს ეკონომიკა. მოხსენების მიხედვით, თურქეთმა მნიშვნელოვანი წინსვლა განახორციელა. იგი მზარდ ქვეყნებს შორის არის ყველაზე საყურადღებო განვითარებადი და ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე სახელმწიფო. PwC-ს პროგნოზირებით, მოსახლეობის და ეროვნული შემოსავლის ზრდით, თურქეთმა დაიკავა მე-11-ე ადგილი.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს სტანდარტ პოორსის გლობალური რეიტინგების დირექტორის  მოადგილის მაგარ ქუუმდჟიანის სიტყვებზე, სადაც აღნიშნულია:-„თურქული ბანკების  მომგებიანობა, ევროპის მსგავს ბანკებთან შედარებით, ფუნქციური სტრუქტურის ღირებულებით, მართვადი საკრედიტო ხარჯებით, ჯანსაღი საპროცენტო მარჟებით და საკომისიო შემოსავლით უფრო პოზიტიურია. თურქული ბაკების პერფორმანსი და აქტივის ხარისხიც სტაბილურია.

 

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები