თურქული პრესა 20.07.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

774287
თურქული პრესა 20.07.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ანკარამ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ სამხედრო დახმარებას უწევს აშშ-ი ქურთულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიულ ფრთა PYD-ს. ამ სტატიით, თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსი იუწყება, რომ ქურთი ტერორისტების მხრიდან ოკუპირებულ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე, ქურთებმა ამერიკის მხარდაჭერით 2 საჰაერო სამხედრო ბაზა და 8 სამხედრო საგუშაგო შექმნეს რა, ეს ბაზები ფაქტიურად თურქეთის საზღვრების გასწვრივ მდებარეობენ. საერთოდ კი, ჩრდილოეთ სირიაში PKK/PYD-ს კონტროლის ქვეშ გადავიდა 320 კმ-იანი დამატებითი ზოლი, რომელსაც ქურთები სწორედ ამერიკელების მხარდაჭერით აკონტროლებენ, აღნიშნავს ანადოლუ აჟანსი, წერს საბაჰი

“სამამულე ტანკებს ადგილობრივი ფირმები აწარმოებენ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას HaberTürk-ში და მასში ვკითხულობთ: თურქული ტანკის, “ALTAY“-ის სერიული წარმოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ფირმა Otokar-თან ერთად მონაწილეობას მიიღებენ  BMC-ს და FNSS-ის კომპანიებიც. პირველ ეტაპზე 250 ცალ ტანკს გამოუშვებენ, ხოლო შემდეგ კი  ათასს და მათი საერთო ღირებულება 10 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება“. ალტაი, თურქეთის მიერ სამხედრო სახმელეთო ტექნიკის პროექტის ფარგლებში წარმოებული მესამე თაობის ტანკი იქნება, აღნიშნავს ჰაბერთურქი

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობას აშუქებს და წერს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების კვალდაკვალ, რუსმა ტურისტებმა კვლავ თურქეთისკენ აიღეს გეზი და წლის დამდეგიდან მარტო ანტალიას 4,3 მილიონი რუსი დამსვენებელი ეწვია, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 3,2 მილიონი იყო, ე.ი. წელს ანტალიას 1,5 მილიონით მეტი რუსი ეწვია, რაც 21%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, ხაზს უსვამს Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი

Star-ი ეკონომიკის გვერდზე იუწყება, რომ გასული წლის 15 ივლისის პუტჩის მცდელობის შემდეგ, თურქეთმა სწრაფად შესძლო ეკონომიკურად ფეხზე დადგომა, რითაც კიდევ ერთხელ გააოცა სარეიტინგო სააგენტოები და მათი პესიმისტური იმედები გააქარწყლა, რადგან, ისინი თურქეთის ასე სწრაფად “გამოჯანმრთელებას“ არ ელოდნენ. მართლაც და გასულ წელს, გადატრიალების მცდელობის მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა 2,9%-ით, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვიანი მაჩვენებელებით კი 5%-ით გაიზარდა, როცა სარეიტინგო სააგენტოები უფრო დაბალ ზრდას ელოდნენ. ასეთი განვითარების კვალდაკვალ, დასავლეთის ბანკებმაც და სარეიტინგო სააგენტოებმაც ახლიდან გადახედეს თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და იგი 9%-მდე აიყვანეს, ხაზს უსვამს სტარი   

Yeni Şafak-ის მიხედვით კი სტამბოლის საფონდო ბირჟა “Borsa İstanbul“-ის საშუალო ინდექსი ამ ბოლო დღეებში რეკორდს რეკორდზე ამყარებს და უკვე გადასცდა რა 100 ათასიან ქულას, ახალ მიზნად 110 ათასი ქულა გაიხადა. მოკლედ, ახალი წლის აქეთ მზარდმა ფასიანი ქაღალდების ინდექსმა გაახარა აქციების მფლობელები, რადგან, მათმა 6 თვიანმა მოგებამ უკვე 36%-ს გადააჭარბა



მსგავსი ინფორმაციები