თურქული პრესა 11.07.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

768446
თურქული პრესა 11.07.1017

მიმოხილვას გაზეთ  „Hürriyet“-ით ვიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „თურქეთი ენერგო ბაზად უნდა გადავაქციოთ’’ და მასში ვკითხულობთ:  სტამბოლში გუშინ დაწყებულ მსოფლიო ნავთობის კონგრესზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს მაღალი დამატებითი ღირებულების ტექნოლოგიის წარმოებით ენერგო ბაზად გადააქცევენ. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით მათი პირველი მიზანი „სამხრეთის ნაკადი“-ს და მსოფლიოში ყველაზე მეტი ბუნებრივი აირის მწარმოებელ ქვეყნის, რუსეთთან ერთად დაწყებული „თურქული ნაკადი“-ს პროექტის დროულად დასრულებაა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მათი სურვილია, თურქეთის ეს პრიორიტეტები მშვიდობის და მატერიალური კეთილდღეობის მომტანი იყოს.

გაზეთ „Vatan“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „ხმელთაშუა და შავ ზღვებში საბურღი სამუშაოები ევროპისთვის მნიშვნელოვანია“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს. „ბუნებრივი გაზის ყოველდღიური გადაზიდვის რაოდენობა 190 მილიონი   კუბური მეტრიდან, 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გავზარდეთ რა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ რიცხვის 400 მილიონამდე აყვანას ვაპირებთ. 2023 წლისათვის კი 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საწყობის დამზადებას ვაპირებთ, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი იქნება,“ განაცხადა ალბაირაქმა.  

გაზეთი „Habertürk“-ი წერს, რომ 22-ე მსოფლიო ნავთობის კონგრესზე მონაწილეობის მისაღებად და ოფიციალური შეხვედრების გასამართად თურქეთში ჩამოსულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონ-ანკარას შორის არსებული დაძაბულობის მოგვარებისთვის მუშაობენ. მან აშშ-ს საკონსულოს პერსონალთან საუბრის დროს განაცხადა: „ურთიერთშორის დაკარგული ნდობის აღდგენას ვცდილობთ. თურქეთთან კარგი ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნების  ეკონომიკის  მომავლისთვისაც მნიშვნელოვანია.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ თურქულ და ინგლისურ ენებზე ბროშურა მოამზადა. ბროშურაში მითითებულია, რომ დეაშმა ყველაზე მეტი ზიანი რეგიონის მოსახლეობას და ისლამურ სამყაროს მიაყენა, რა თურქეთის მათ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი, ევფრატის ფარის ოპერაციის ჩათვლით დეტალურად არის აღწერილი.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით,  თურქეთის განათლების სამინისტრო, თურქეთში, საერთაშორისო სტუდენტთა შეფასების მონიტორინგის მსგავსი სისტემის დანერგვას აპირებს. განათლებაში მოსწავლეთა განვითარების შემსწავლელი მონიტორინგი მიმდინარე წლის სასწავლო პერიოდში ამოქმედდება. აღნიშნული სისტემით მოსწავლის ნაკლოვანებები და მისი აღმოფხვრაა დაგეგმილი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები